ჭარხალი მხოლოდ ყაბზობის წამალი როდია...
წარხალი რომ სასარგებლოა, ყველამ იცის, მაგრამ ბევრისთვის უცნობია, რომ იგი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის თითქმის ყველა რგოლზე დადებითად მოქმედებს. იოდის შემცველობით ჭარხალს ვერც ერთი ბოსტნეული ვერ შეედრება. ამიტომაც არის, რომ უკანასკნელ ხანს მას აქტიურად იყენებენ ზოგიერთი დაავადების, მათ შორის - ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალო დიეტაში. სამკურნალო მიზნით ჭარხლის გამოყენებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენიმე რეკომენდაცია:
- დღე - ღამეში აუცილებელია 60 მლ - მდე წვენის დალევა;
- წვენი უნდა დაილიოს დროის ერთნაირი შუალედებით, თითოეულ ჯერზე - 100 - 200 მლ დღეში 5 -6-ჯერ;
- ხუთჯერადი მიღებისას 4 მიღება უნდა მოხდეს 4 საათიანი შუალედებით, მეხუთე კი ღამით;
- ჯობს, წვენი დალიოთ მშიერ კუჭზე, ჭამამდე 10 - 15 წუთით ადრე, ოდნავ შემთბარი;
- წვენი უნდა დაილიოს პატარა ყლუპებით, უნდა ეცადოთ, რაც შეიძლება მეტხანს გააჩეროთ იგი პირის ღრუში;
- არაფრით არ შეიძლება, წვენს დააყოლოთ პური ან რაიმე სხვა წვენი;
- არ შეიძლება ეს - ესაა გამოწურული წვენის დალევა. ჭარხლის ახალგამოწურული წვენი შეიცავს ეთეროვან ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმზე მომწამვლელად მოქმედებს. ისინი იწვევს გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას, სლოკინს, ზოგად სისუსტეს, მაჯისცემის დაქვეითებას და არტერიული წნევის შესუსტებას, ამიტომ აუცილებელია, წვენი რამდენიმე საათით მოათავსოთ სიცივეში, თუნდაც მაცივარში.
- ძლიერ დასუსტებული ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხალხური მედიცინა გვირჩევს: ავიღოთ 50 - 50 გრამი ალოე, წითელი ჭარხალი, სტაფილო, თალგამი, შავი მოცხარი, კრაზანას მიწისზედა ნაწილი, 10 ლიმონის წვენი, 200 მლ სამედიცინო სპირტი, 500 გრამი თაფლი, საგულდაგულოდ ავურიოთ ერთმანეთში და სამი კვირით მოვათავსოთ მუქ ჭურჭელში, პერიოდულად ვურიოთ. შემდეგ დოლბანდში გადავწუროთ. მიიღება 30 გრამი, დღეში 3 -ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.