ახლა უკვე აღარ მეშინია თეთრი ფეხსაცმლის ყიდვის! ვიცი როგორ გავრეცხო კედები და ბოტასები ორ წამში...
თეთრი ფეხსაცმელი ყოველთვის გამოირჩევა თავისი სიკაშკაშით და ეფექტიურობით. მაგრამ ბევრი ერიდება თეთრი ბოტასებისა და კედების შეძენას, ფრთხილობენ რომ მან შეიძლება მალე დაკარგოს ლამაზი შესახედაობა.ნუ იტყვით უარს თეთრი ფეხსაცმლის შეძენაზე, რადგან მისი გარეცხვა ჩამჯდარი ჭუჭყისაგან იოლად შეგიძლიათ!
როგორ გავწმინდოთ თეთრი ფეხსაცმელი
თეთრი ფეხსაცმლის გაწმენდა რთული არ იქნება თუ დაბინძურებას მალევე მოაცილებთ და არ გადადებთ.
შესაძლოა თქვენ იცით კიდევ სხვა ხრიკები, გაგვიზიარეთ ისინი!
როგორ გავწმინდოთ თეთრი ფეხსაცმელი
- ნაჭრის ბოტასისა და კედის გაწმენდა
ასეთი ფეხსაცმლის გაწმენდა ძალიან ადვილია - საკმარისია მისი გარეცხვა! ეს შეგიძლია გააკეთოთ ხელით ან სარეცხი მანქანით. ხელით რეცხვის დროს აირჩიეთ სარეცხი ფხვნილი <თეთრეულისათვის> ან სარეცხი საპონი.
ფეხსაცმელი აუცილებელია საპნიან წყალში დავალბოთ ნახევარი საათით, შემდეგ კი გავრეცხოთ ხელით, მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება დაბინძურებულ ადგილებს. თუ გადაწყვეტთ ფეხსაცმლის გარეცხვას სარეცხ მანქანაში, აირჩიე ფეხსაცმლის რეცხვის რეჟიმი ან დელიკატური რეცხვა.
დაიმახსოვრეთ, სარეცხ მანქანაში არ მოათავსოთ ფეხსაცმელი რომელსაც აქვს ადვილად ფუჭებადი ელემენტები. თასმები და საფენები ირეცხება ცალკე.
- ტყავის ბოტასის გაწმენდა
თეთრი ტყავის ფეხსაცმლის ჩამჯდარი ჭუჭყისაგან გაწმენდაში დაგეხმარებათ უბრალო მანიპულაციები. პირველი რაც უნდა გააკეთოთ - მოხსნათ თასმები და ამოიღოთ საფენები.
მეორე ნაბიჯი - მოაცილოთ მტვერი ნამიანი ნაჭრით. შემდეგ გასაპნეთ ღრუბელი და გაწმინდეთ ფეხსაცმლის დაბინძურებული ზედაპირი.
იმისათვის, რომ ჩამჯდარი ლაქა უთუოდ მოშორდეს, უნდა დაამზადოთ შემდეგი ხსნარი, რძისა და კარტოფილის სახამებლისაგან, პროპორციით 1 : 1. მიღებული მასა წაუსვით ტყავის ფეხსაცმელს კბილის ჯაგრისით და მოაშორეთ სუფთა ნაჭრით.
- ლოკალური ლაქების მოშორება
ლოკალური ლაქების მოშორება შეგიძლიათ რამოდენიმე ხერხით, ¼ ჩაის კოვზი
სოდა და ლიმონის რამოდენიმე წვეთი. ასევე მოშორება შეგიძლიათ ჩვეულებრივი კბილის პასტით, მთავარია მის შემადგენლობაში არ იყოს ფერადი ჩანართები.
- ფეხსაცმლის ძირების გაწმენდა
ხშირად ფეხსაცმლის თეთრ ძირებზე შეამჩნევთ მუქი ფერის ლაქებს. მის გასუფთავებაში დაგეხმარებათ ჩვეულებრივი საკანცელარიო საშლელი. ასევე გადასარევად დაგეხმარებათ მელამინის ღრუბელი, აუცილებლად შეიძინეთ ის!
თეთრი ფეხსაცმლის გაწმენდა რთული არ იქნება თუ დაბინძურებას მალევე მოაცილებთ და არ გადადებთ.
შესაძლოა თქვენ იცით კიდევ სხვა ხრიკები, გაგვიზიარეთ ისინი!