მე უკვე აღარ მეშინია თეთრი ფეხსაცმელის შეძენა, რადგან ვისწავლე როგორ გავრეცხო ისინი ორ თვლაში..
თეთრი ფეხსაცმელი ყოველთვის გამირჩეოდა ეფექტური იერით. თუმცა მრავალი მოდის მიმდევარი თავს არიდებს თეთრი ფეხსაცმელის შეძენას, რადგან შიშობენ, რომ ისინი მალე დაკარგავენ ლამაზ იერს.
Fpaparazzi-ის რედაქცია გირჩევთ არ მოაკლოთ თავს თეთრი ფეხსაცმელის გამოყენების სიამოვნება, რადგან მისი გარეცხვა ჩვენს მიერ შემოთავაზებული ხრიკებით რამოდენიმე წუთის საქმეა.
როგორ გავწმინდოთ თეთრი ფეხსაცმელი
თეთრი ფეხსაცმელის გასუფთავება ამიერიდან დიდ დროს აღარ წაგართმევთ, მთავარია დასვრილი არეები დროულად გაწმინდოთ. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებაც და გაუზიარეთ ეს სასარგებლო რჩევები თქვენს მეგობრებს.
Fpaparazzi-ის რედაქცია გირჩევთ არ მოაკლოთ თავს თეთრი ფეხსაცმელის გამოყენების სიამოვნება, რადგან მისი გარეცხვა ჩვენს მიერ შემოთავაზებული ხრიკებით რამოდენიმე წუთის საქმეა.
როგორ გავწმინდოთ თეთრი ფეხსაცმელი
- ნაჭრის ბოტასებისა და კედების წმენდა
ასეთი ფეხსაცმელის გაწმენდა ყველაზე იოლია — საკმარისია ის უბრალოდ გარეცხოთ! ეს კი შეგიძლიათ ხელით ან სარეცხის მანქანის გამოყენებით გააკეთოთ.
ხელით რეცხვისათვის უმჯობესია შეარჩიოთ ფხვნილი, რომელიც სპეციალურად თეთრი ნაჭრების გასარეცხად არის განკუთვნილი ან სარეცხის საპონი.
ფეხსაცმელი თავდაპირველად საპნიან წყალში უნდა ჩაალბოთ ნახევარი საათით, შემდეგ კი ხელით გარეცხოთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჭუჭყიან არეებს. თუკი თქვენ რეცხვა სარეცხის მანქანით გადაწყვიტეთ, აირჩიეთ "რეცხვა სპორტული ფეხსაცმელის რეჟიმში" ან "რეჟმი დელიკატური ქსოვილისთვის"
გახსოვდეთ მანქანაში არ უნდა გარეცხოთ ფეხსაცმელი, რომელიც მსხვრევად ელემენტებს შეიცავს.ასევე თასმები და საფენები ცალკე უნდა გარეცხოთ. - ტყავის ბოტასების რეცხვა
ტყავის ფეხსაცმელის ჩამჯდარი ჭუჭისგან გასაწმენდაში მარტივი მანიპულაციები დაგეხმარებათ. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ — მოხსენით თასმები და ამოიღეთ საფენები.
მეორე ნაბიჯი — მოაშორეთ მტვერი სველი ტილოს დახმარებით. შემდეგ კი აუცილებელია ღრუბელი კარგად გასაპნოთ და გახეხოთ ფეხსაცმელის დასვრილი ზედაპირი.
ჩამჯდარი ლაქების გარანტირებულად მოსაშორებლად, უნდა დაამზადოთ რძისა და კარტოფილის სახამებლის ხსნარი, კომპონენტები შეურიეთ პროპორციით 1:1. მიღებული ხსნარი დაიტანეთ ტყავის ზედაპირზე, მსუბუქად გახეხეთ კბილის ჯაგრისით და გაწმინდეთ სუფთა ტილოს დახმარებით. - ლოკალური ლაქების მოშორება
ლოკალური ლაქების მოშორებაც ასევე რამოდენიმე ხერხითაა შესაძლებელი. დაბინძურებულ არეებს შესანიშნავად გაუმკლავდება შემდეგი ხსნარი: 1/4 ჩაის კოვზი სოდა და ლიმონის წვენი. დაბინძურებული არის გაწმენდა ასევე შესაძლებელია ჩვეულებრივი კბილის პასტით, მთავარია მის შემადგენლობაში არ შედიოდეს ყვავილების ჩანართები. - ფეხსაცმლის ძირების გაწმენდა
თეთრი ფეხსაცმელის ძირებზე ხშირად შეიძლება აღმოაჩინოთ მუქი ფერის ზოლები. მათი მოშორება შესაძლებელია ჩვეულებრივი საკანცელარიო საშლელით. ასევე შესანიშნავად გაუმკლავდება მელამინის ღრუბელი.
თეთრი ფეხსაცმელის გასუფთავება ამიერიდან დიდ დროს აღარ წაგართმევთ, მთავარია დასვრილი არეები დროულად გაწმინდოთ. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებაც და გაუზიარეთ ეს სასარგებლო რჩევები თქვენს მეგობრებს.