ქიმწმენდა სახლში: როგორ დავუბრუნოთ თეთრ კედებს თავდაპირველი იერი

ქიმწმენდა სახლში: როგორ დავუბრუნოთ თეთრ კედებს თავდაპირველი იერი
არ ღირს უარი თქვათ თეთრ კედებზე მხოლოდ იმიტომ, რომ მათი რეცხვა ყველაზე სასიამოვნო პროცედურა არ არის და თან უამრავ დროს მოითხოვს. fpaparazzi გასწავლით ხრიკებს იმისათვის, რომ თეთრ ფეხსაცმელს თავდაპირველი სილამაზე დაუბრუნოთ.


მეთოდი 1. ძმარი და სოდა.

1. პირველ რიგში ფეხსაცმელს უნდა შევხსნათ თასმები და ჩავალბოთ ისინი ცალკე მცირეოდენ საპნიან ან მათეთრებლიან წყალში.
2. გამდინარე ცივ წყალში გავლებამდე შეგიძლიათ ისინი ჯერ ვედროში გაავლოთ.
3. სოდისა და ძმრისგან პროპორციით 2:3 ვამზადებთ ქაფიან ნაზავს (არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ლითონის ჭურჭელი.) აიეღეთ სუფრის კოვზებით სოდა, ძარი და თბილ წყალში დაამზადეთ კედების გასაწმენდი ნაზავი.
4. წავუსვათ მიღებული ნაზავი კედებს და კბილის შოთქის დახმარებით გულდასმით გავხეხოთ ფეხსაცმელის ყოველი სანტიმეტრი.
5. გავავლოთ ცივ წყალში
6. შევალაგოთ კედები სარეცხ მანანაში, დავუმატოთ მათეთრებელი და გავრეცხოთ კვლავაც ცივ წყალში.
7. გაშრობით სუფთა ჰაერზე უნდა გავაშროთ, ოღონდ მზეზე არა.


მეთოდი 2. კბილის პასტა

კბილის პასტა - შესანიშნავი საშუალებაა თეთრი ფეხსაცმელის გასაწმენდად, საჭიროა აიღოთ თეთრი ფერის არა გელისმაგვარი კბილის პასტა, პასტით დაამუშაოთ მთელი დასვრილი ზედაპირი, გააჩეროთ ის ფეხსაცმელზე 10 წუთით და გაწმინდოთ სველი პირსახოცით. საჭიროების შემთხვევაში ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ.

მეთოდი 3. ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ასევე შესაძლებელია თეთრი კედების გარეცხვა. საჭიროა მხოლოდ იმაში დარწმუნდეთ, რომ მასში წურჭელი არ არის. გარეცხვა იმავე სარეცხი საშუალებით უნდა მოხდეს, რითაც ჭურჭელს რეცხავთ. კედები უნდა დაალაგოთ ზედა თაროზე ძირებით ზემოთ. რეცხვის პროცესის დასრულების შემდეგ სუფთა კედებს ამშრალებენ სუფთა ჰაერზე.