უკვე პირველი პროცედურის შემდეგ თქვენი ქუსლები საოცრად რბილი, გლუვი და ლამაზი იქნება

უკვე პირველი პროცედურის შემდეგ თქვენი ქუსლები საოცრად რბილი, გლუვი და ლამაზი იქნება
ქუსლების კანის გაუხეშება - საკმაოდ გავრცელებული პრობლემა. ამ უსიამოვნო მოვლენის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ვიტამინების უკმარისობა, არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება, არასწორი ჰიგიენა და სოკოვანი დაავადებები.

თუ ჩვენ დროულად არ მივიღებთ შესაბამის ზომებს, დროთა განმავლობაში პრობლება უფრო მასშტაბურ ფორმებს მიიღებს, რაშიც საშინელი ბზარების წარმოქმნას ვგულისხმობთ. რაც შეეხება დაბზარული ქუსლებს, ეს მხოლოდ არაესთეტიკური პრობლემა არ არის, ის უდიდეს ტკივილთან და დისკომფორტთანაა დაკავშირებული.

თუ თქვენ ეძებთ ეფექტურ საშუალებას ქუსლებიდან გაუხეშებული კანისა და ბზარების მოსაშორებლად, ''Fpaparazzi''-ის რედაქციას თქვენთვის სასიამოვნო სიახლე აქვს. რეცეპტი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ხანმოკლე დროში დაგეხმარებათ ზემოთ ხსენებული პრობლემების გადაჭრაში და თქვენი ქუსლებისთვის სილამაზის დაბრუნებაში.

მალამო ქუსლებისთვის

ინგრედიენტები:
  • 1 კვერცხი
  • 70%-იანი ძმრის ესენცია
  • 200 გრამი კარაქი

მომზადება:

1. გარეცხეთ კვერცხი კარგად და მოათავსეთ ის ქილაში თავის ნაჭუჭთან ერთად. დაასხით იმ რაოდენობით ძმარი, რომ კვერცხი მთლიანად დაიფაროს და დატოვეთ ის ამ მდგომარეობაში 5 დღით.

2. ამ დროის გასვლის შემდეგ თქვენ იხილავთ, რომ კვერცხის ნაჭუჭი მთლიანად დაიშალა და წარმოიქმნა ბლანტი მასა.

3. კოვზის დახმარებით ფრთხილად ამოიღეთ ეს ბლანტი მასა და გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში. მოაშორეთ ამ მასას ქაფი, კარგად მოურიეთ და დაასხით მას ძმარი, რომელიც ძველ ქილაში დაგრჩათ.

4. მიღებულ მასაში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით კარაქი და ურიეთ კოვზის გამოყენებით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თქვენ მიიღებთ მალამოს, რომელიც უნდა გადაიტანოთ ახალ ჭურჭელში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური და შეინახოთ მაცივარში.

ყოველ საღამოს, დაძინების წინ მოამზადეთ ფეხების აბაზანა თბილი წყლისა და მარილისგან. მოათავსეთ ქუსლები ამ ხსნარში რამდენიმე წუთით, კარგად გაიმშრალეთ, წაისვით თქვენ მიერ მომზადებული მალამო, გადაიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და ამოიცვით წინდები. დილით, გაღვიძებისთანავე დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

რამდენიმე პროცედურის შემდეგ თქვენი ქუსლების კანი საოვრად გლუვი და ლამაზი იქნება.