რატომ ვღეჭავ გამუდმებით სელის თესლს. ეს უნდა იცოდეს ყველამ, განსაკუთებით 35 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმა!

რატომ ვღეჭავ გამუდმებით სელის თესლს. ეს უნდა იცოდეს ყველამ, განსაკუთებით 35 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმა!
სელი, რომელიც ლათინურიდან ითარგმნება როგორც "ყველაზე სასარგებლო", ერთ-ერთი უძველესი ადამიანის მიერ კულტივირებული მცენარეა. იგი ყოველთვის ძვირად ფასობდა თავისი სამკურნალო თვისებების გამო.



სელის თესლი - ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის საჭირო ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების უმდიდრესი წყაროა. 100 გრ თესლი შეიცავს 22 გრ ომეგა 3-ს. შედარებისთვის, 100 გრ კაკალში - 6გრ, ხოლო 100 გრ სკუმბრიაში - მხოლოდ 5 გრამი ომეგა 3-ია.



სელის თესლში დიდი რაოდენობით მანგანუმი, მაგნიუმი და უხსნადი საკვები ბოჭკოებია, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს. ეს პროდუქტი - მშვენიერი დანამატია ჯანსაღი ცხობრების წესის მიმდევართა რაციონისთვის.



სელის თესლის თვისებები:

შევეცდებით, გამოვყოთ ძირითადი სასარგებლო თვისებები:

  1. სელის თესლი წმენდს ნაწლავებს შლაკებისა და ტოქსინებისგან ისევე ეფექტურად, როგორც გააქტივებული ნახშირი. აქვს მსუბუქი სასაქმებელი მოქმედება.
  2. ამცირებს სიმსივნის ზოგიერთი ფორმის წარმოქმნის ალბათობას, ძირითადად მკერდის და მსხვილი ნაწლავის.
  3. დაბლა წევს არტერიულ წნევას და 75%-ით აფერხებს ათეროსკლეროზული ფოლაქების დაგროვებას.
  4. აღადგენს ნაწლავების მიკროფლორას
  5. აუმჯობესებს სახის კანისა და თმის სტრუქტურას.



სარგებელი ქალთა ჯანმრთელობისთვის

განსაკუთრებით სასარგებლოა სელის თესლი 35 წელს გადაცილებული ქალებისთვის. იგი ამცირებს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის რისკს და ამსუბუქებს კლიმაქსის არასასიამოვნო სიმპტომებს. სელის თესლი შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებიც არეგულირებს ჰორმონალურ ფონს და გახლავთ ქალური ჰორმონის (ესტროგენის) შემცვლელი.



პროდუქტის მუდმივი მიღება მოგიწესრიგებთ მენსტრუალურ ციკლს და შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას მენოპაუზის პერიოდში. სელის თესლის მიღება რეკომენდებულია ორსულობის დროსაც. ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედის ნაყოფის განვითარებისთვის საჭირო უამრავი მიკროელემენტი და სასარგებლო ნივთიერება.

როგორ მივიღოთ?

ნაჭუჭის შემადგენლობაში შემავალი პოლისაქარიდები დიდი რაოდენობით წყლის შემაერთებლებიცაა, ამიტომ მისი დაყენების შემთხვევაში, მივიღებთ ბლანტ კისელს.



აიღეთ 2/3 ს/კ სელის თესლი. საღამოს დაასხით ანადუღარი ოთახის ტემპერატურის წყალი ისე, რომ მან ბოლომდე დაფაროს თესლები. დილით უზმოზე მიიღეთ ბლანტი ნაყენი და მიაყოლეთ თესლებიც. ასეთ მდგომარეობაში ის ყველაზე კარგად ინარჩუნებს ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების სასარგებლო თვისებებს.



დიეტოლოგები გვირჩევენ, დავაყენოთ და არ მოვხარშოთ თესლები, რადგან ხანგრძლივი გათბობით ცხიმოვანი მჟავები იჟანგება, წარმოიქმნება პეროქსიდები, რომლებიც, პირიქით, საზიანოა ჯანმრთელობისთვის და აქვთ კანცეროგენული მოქმედება.



თესლის მიღებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ დღის მანძილზე პირველი ჭიქა წყალი. მეტაბოლიზმის სტიმულაციისთვის წყლის დალევიდან 10 წუთში შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ვაშლი, ხოლო კიდევ 10 წუთის შემდეგ მშვიდად ისაუზმეთ.



როგორ ავარჩიოთ კარგი ხარისხის თესლი?

სელის თესლი შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ აფთიაქში. ის უნდა იყოს მშრალი და ფხვიერი, დამახასიათებელი მოტკბო სუნით, ვიზუალურად ღია ყავისფერი, ან ყვითელი.



დაქუცმაცებულს ნუ იყიდით, რადგან ის ადვილად ფუჭდება. მნიშვნელოვანი მახასიათებელია - ლორწო, რომელიც უნდა მოიდოს დილით. რაც მეტი, მით უკეთესი.

უკუჩვენება

  1. სელის თესლის გადაჭარბებულმა და წყლის არასაკმარისმა მიღებამ შეიძლება ნაწლავის გაუვალობა გამოიწვიოს. იგი უნდა მიირთვათ პატარა პორციებით და აუცილებლად მიაყოლოთ წყალი.

  2. თუ ნაღვლისა და და შარდის ბუშტში ქვები გაქვთ, ასევე პანკრეატიტისა და ქოლეცისტიტის დროს, სელის თესლი დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოთ, რადგან მათ გააჩნიათ ძლიერი ნაღვლმდენი ეფექტი.

  3. ზოგიერთებს მისი მიღებისას აწუხებთ მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი, ამ შემთხვევაში შეამცირეთ დოზა.




მიიღეთ სელის თესლის ნაყენი დილიდან და იგრძენით თავი უკეთ. თქვენ მოგიწესრიგდებათ საჭმლის მონელების პროცესი, გათავისუფლდებით ზედმეტი კილოგრამებისგან, გაგეწმინდებათ სახე. არ დაგავიწყდეთ, რომ იდეალური შედეგისთვის უნდა მიიღოთ დღეში 2 ლ წყალი.