გემრიელი სალათა სადღესასწაულო სუფრაზე: შექმენით დაუვიწყარი გემო, მინიმალური ინგრედიენტების სწორი შეხამებით.

გემრიელი სალათა სადღესასწაულო სუფრაზე: შექმენით დაუვიწყარი გემო, მინიმალური ინგრედიენტების სწორი შეხამებით.
ბადრიჯანი ბევრი დიასახლისის საყვარელი ბოსტნეულია. თქვენც სავარაუდოდ მომზადებული ბრძანდებით ზამთრისთვის.ახლა FPAPARAZZI-ს რედაქცია შემოგთავაზებთ მადისამღძვრელი სალათის რეცეპტს, რომელიც ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს.


პროდუქტების ამ მინიმალური ნაკრებით თქვენ შეგიძლიათ ამ არაჩვეულებრივ იდეას ფრთები შეასხათ. გაოიყენოთ თქვენი კულინარიული უნარები და სიკაშკაშისთვის დაუმატოთ კუბებად დაჭრილი პომიდორი, ბულგარული წიწაკა. შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მაიონეზი მდგოგვით, ლიმონის წვენი - ზეითუნის ზეთით ან პროვანსული ბალახებით. შედეგად კი მიიღებთ უგემრიელეს კერძს.

ინგრედიენტები:
  • ქათმის ფილე - 300 გრ.
  • ბადრიჯანი - 200 გრ.
  • კვერცხი - 3 ც.
  • ხახვი - 0,5 ც.
  • მარილი - გემოვნებით
  • მაიონეზი - გემოვნებით
  • სანელებლები ქათმისათვის - 1-2 ც
  • ძმარი - 1 ს/კ


მომზადების წესი:
  1. ქათმის ფილე ამოავლეთ სუნელებში და დატოვეთ 15 წუთი, შემდგომ შებრაწეთ ქათამი გააცივეთ და დაჭერით კუბიკებად.

  2. დაჭერით ბადრიჯანი კუბიკებად დაამარილეთ და დატოვეთ 10 წუთი, გარეცხეთ საწურში, ჩამობერტყეთ რომ წყალი არ შეყვეს, გააცხელეთ ტაფაზე ზეთი შებრაწეთ ბადრიჯანი და გადმოალაგეთ სუფთა ფურცელზე იმისათვის რომ ზეთი არ შეყვეს.

  3. კვერცხი მოხარშეთ, გააცივეთ, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.

  4. ხახვი დაჭერით ნახევარმთვარისებურად, მოასხით ძმარი და გააჩერეთ 5-10 წუთით, შემდეგ ძმარი გადააქციეთ.

  5. შეურიეთ ყველა მომზადებული ინგრედიენტი და მოაყარეთ ცოტა მარილი, დაამატეთ მაიონეზიც. გადმოიღეთ სასალათეში და მიირთვით.


    იმისათვის რომ მაიონეზი იყოს უსაფრთხო ისწავლეთ მაიონეზის სალის პირობებში მომზადება