საუკეთესო სალათა სადღესასწაულო სუფრაზე - საოცარი ბროწეულის სამაჯური.

საუკეთესო სალათა სადღესასწაულო სუფრაზე - საოცარი ბროწეულის სამაჯური.
სალათა ბროწეულის სამაჯური - ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას მიანიჭებს გემრიელ ფერებს. მის მოსამზადებლად პროდუქტებს თქვენ ნებისმიერ მარკეტში შეიძენთ, თანაც საკმაოდ იაფად. ამ პროდუქტების უჩვეულო შეხამება თქვენ და თქვენს სტუმრებს აღაფრთოვანებს.

ინგრედიენტები:
  • ქათმის ფილე - 250 გრ
  • კარტოფილი -2 ცალი
  • ჭარხალი - 2 ცალი
  • სტაფილო - 2 ცალი
  • კვერცხი 2-3 ცალი
  • ხახვი -1 ცალი
  • ბროწეულის მარცვალი 150-200 გრ
  • ნიგოზი - 3 ს/კ
  • მაიონეზი - გემოვნებით
  • მარილი - გემოვნებით
  • შავი პილპილი(დაფქული) -გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი - გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. თავდაპირველად საჭიროა ინგრედიენტების მომზადება. გარეცხეთ ჭარხალი, სტაფილო და კარტოფილი, შემდეგ კი ხარშეთ დარბილებამდე. გააცივეთ ბოსტნეული, გაასუფთავეთ, გახეხეთ სახეხზე და ჩაალაგეთ სხვადასხვა ჭურჭელში.
  2. გარეცხეთ ქათმის ფილე და მოხარშეთ ის მარილიან წყალში. გაცივების შემდეგ დააქუცმაცეთ. ასევე მოხარშეთ კვერცხი, გააცივეთ და დაჭერით.
  3. გაასუფთავეთ ხახვი, დააქუცმაცეთ და მოხრაკეთ მზესუმზირის ზეთში, ოქროსფერი ფერის მიღებამდე. ასევე დააქუცმაცეთ ნიგოზი.
  4. აიღეთ დიდი ჭურჭელი და მის შუაში მოათავსეთ ჭიქა, მის გარშემო კი დაალაგეთ სალათა ფენებად შემდეგი თანმიმდევრობით: ნახევარი ქათამი, გახეხილი სტაფილო, კარტოფილი, გახეხილი ნიგოზის ნახევარი, ნახევარი ჭარხალი, ნიგოზის მესამედი, ხახვი, დარჩენილი ქათამი, დარჩენილი ნიგოზი, კვერცხი, დარჩენილი ჭარხალი. ყველა ფენას მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოასხით მაიონეზი.
  5. ამოიღეთ ჭიქა, მოასწორეთ ჭარხლის ბოლო ფენა და მოაყარეთ თავზე ბროწეულის მარცვლები.
  6. შემდეგ მოათავსეთ სალათა მაცივარში რამოდენიმე საათიშ, ადროვეთ გაიჟღინთოს.

ჩემი მეგობრები გიჟდებიან ამ უგემრიელეს სალათაზე, ამიტომ ის პირველ რიგში ილევა სუფრაზე. გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!