კბილების გათეთრების და პაროდონტოზის ნატურალური საშუალება! სტომატოლოგმა თვალებს არ დაუჯერა!

კბილების გათეთრების და პაროდონტოზის ნატურალური საშუალება! სტომატოლოგმა თვალებს არ დაუჯერა!
დღესდღეობით სახეზეა კბილის პასტის, გამოსავლებელების, ბალზამების ყველანაირი სახეობების დიდი სიმრავლე, რაც გვეხმარება „ჰოლივუდური ღიმილის“ მიღწევაში.

თუმცა არსებობს ალტერნატიური, დიდი ხნის წინ მივიწყებული, საშუალება, რომელიც არ ჩამოუვარდება თანამედროვე საშუალებებს. ეს არის ჭინჭრის საფუძველზე მომზადებული კბილის ფხვნილი

ადრე კბილის ფხვნილის შოვნა შეიძლებოდა ნებისმიერ მაღაზიაში იმიტომ, რომ ის მოიგონეს კბილის პასტის გაცემამდე დიდი ხნით ადრე. ახლა კბილის წმენდის ამ საშუალებაზე ცოტას თუ ახსოვს.

თუმცაღა მას მაინც აქვს უპირატესობები:
  1. პირველ რიგში კბილის ფხვნილი არის სრულიად ბუნებრივი საშუალება
  2. მეორე რიგში, მისი დამზადება შესაძლებელია დამოუკიდებლად
  3. მესამე რიგში, თავისი სამკურნალო თვისებებით ის არაფრით არ ჩამოუვარდება ნაყიდ პროდუქტებს პირის ღრუს მოვლაში.


ჭინჭრის შემადგენლობა:

ეს ყველასათვის ცნობილი ბალახი, რომელიც ყველგან იზრდება, დიდი ხანია გამოიყენება ხალხულ მედიცინაში, კოსმეტოლოგიაში, პარფიუმერიაში, კულინარიაში. მისგან ქსოვილსაც კი ამზადებენ.

უხსოვარი დროიდან ადამიანებმა ისწავლეს ამ მრავალწლოვანი სუსხიანი ბალახისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება - მოხმარებაში ყველაფერი მიდის: ღერო, ფესვი, თესლები, ფოთლები, წვენი, ეთერზეთი.

ჭინჭრის შემადგენლობაში შედის:
  • ვიტამინი C, B
  • ცილა
  • კაროტინი
  • მინერალური ნივთიერებები
  • ხლოროფილი
  • კაჟბადის მარილები
  • ჭიანჭველმჟამა


ჭინჭრის სარგებლიანობა სტომატოლოგიაში:

ჭინჭრის შემცველი სამკურნალო საშუალებები წარმატებით ებრძვიან ისეთ სტომატოლოგიურ პრობლემებს, როგორიცაა კარიესი, ღრძილების დაავადებები

ჭინჭრის ანთებითსაწინააღმდეგო, სისხლშემაკავებელი თვისებები შეუცვლელია ღრძილებიდან სისხლდენის, პირის ღრუში მტკივნეული შეგრძნებების, ანთებითი პროცესების დროს.

ჭინჭრის ბაზაზე შეიძლება ისეთი სპეციალური ფხვნილის დამოუკიდებლად დამზადება, რომელიც გამოაჯანმრთელებს პირის ღრუს, გაამყარებს და გაათეთრებს კბილებს.

როგორ დავამზადოთ ჭინჭრის ფხვნილი?

კბილის პასტა შეიძლება დამზადდეს ჭინჭრის ფესვებისგან, ფოთლებისგან, ყვავილებისგან, თესლებისგან.


წამლისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად საჭიროა მცენარის აკრეფვა ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში, გზებისგან და სამრეწველო რაიონებისგან მოშორებით.

სეზონზე ჭინჭრის აღება შეიძლება სამჯერ:
  • მაისში (პირველი საგაზაფხულო მოსავალი)
  • ბალახის აყვავების დროს
  • თესლების გაჩენის შემდეგ


შეგროვილი ბალახი უნდა გაშრეს. შემდეგ აუცილებელია მისი კარგად დაფხვნა (შტოების გარდა). შეიძლება დაემატოს ახალგაზრდა ჭინჭრის ცოტაოდენი ფესვი - ეს ფხვნილს შესძენს ქარვის ელფერს და დახვეწილ გემოს.

როგორც კარიესის პროფილაქტიკური საშუალება და ღრძილებიდან სისხლდენის შემაკავებელი, დაფხვნილი ჭინჭრით სავსებით საკმარისია კვირაში ერთხელ კბილების გაწმენდა.

უდავოა, რომ პირის ღრუს მოსავლელი თანამედროვე საშუალებები გვეხმარებიან როგორც კბილების დაავადებებთან ბრძოლაში, ისე მათი გარეგნული სახის გაუმჯობესებაში. კბილების წმენდის ყოველდღიურ პროცესურას თუ დავუმატებთ ჭინჭრის ფხვნილს, მაშინ კბილები უნაკლოდ და თეთრად იქათქათებენ.