რა ძირითადი ცვლილებები აღინიშნება ორგანიზმში კლიმაქსის დროს და როგორია მისი მკურნალობის მეთოდი.
ჩემს ქალიშვილს დაეწყო კლიმაქსი - ძალიან გამწვავებულია. გთხოვთ განმიმარტოთ, რა არის კლიმაქსი, როდის იწყება და რამდენ ხანს გრძელდება ქალებში. რა ძირითადი ცვლილებები აღენიშნება ორგანიზმში. რით ვუმკურნალოთ და რომელ ექიმს მივმართოთ. თუ არსებობს წამალი დამამშვიდებლების გარდა?
ექიმის კომენტარი:
კლიმაქსი ორგანიზმში მკვეთრი ასაკობრივი ცვლილებების განვითარებით ხასიათდება. იგი ჩვეულებრივ, 45 - 55 წლის ასაკში იწყება და 8 - 10 წელი გრძელდება ხოლმე. ქალებში ამ დროს წყდება მენსტრუაცია და თანათანობით ქრება რეპროდუქციული ფუნქცია. კლიმაქსის გამოვლინებები განპირობებულია ქალურ სასქესო ჰორმონების მაპროდუცირებელი საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითებით. რადგანაც ჰორმონები ყველა ორგანოსა და სისტემაზე ახდენს გავლენას, მათი უკმარისობაც სხვადასხვაგვარად ვლინდება. ქალების უმრავლესობას უვითარდებათ წამოხურების შეგრძნება.( ე.წ) ალები,ეწყება გაძლიერებული ოფლიანობა, არტერიული წნევის ცვალებადობა, თავის ტკივილი, დეპრესია, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა და სხვა ნიშნები.
კლიმაქსური სინდრომის მკურნალობა გულისხმობს რაციონალური ჰიგიენური რეჟიმის დაცვას. კვების რაციონი მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებით - რეკომენდებულია დიდი რაოდენობით ხილის, ბოსტნეულისა და კენკროვანის მიღება. მედიკამენტებიდან გამოიყენება ნეიროლეპტიკური საშუალებები.
კლიმაქსის ავადმყოფური გამოვლინებების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია, ანუ ინიშნება ქალური სასქესო ჰორმონების პრეპარატები, რომლებსაც ექიმის არჩევს კლიმაქსის ფაზისა და გამოვლინებების შესაბამისად.
კლიმაქსურ პერიოდში კონსულტაციისთვის გინეკოლოგ - ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ.