პარაზიტები შეიკრიბებიან ერთ გუნდად და გაქრებიან, თუკი უზმოზე მიირთმევთ ჩვეულებრივ, იაფ...

პარაზიტები შეიკრიბებიან ერთ გუნდად და გაქრებიან, თუკი უზმოზე მიირთმევთ ჩვეულებრივ, იაფ...
უმეტესობა ჩვენგანს ბავშვობიდან არწმუნებდნენ, რომ თუკი ჩვენ მივირთმევდით გოგრის ფაფას, გავიზრდებოდით ძლიერები და ჯანმრთელები. ჩვეენი მშობლები, ბებიები და ბაბუები სრულიად მართლები იყვნენ!

ჩვეულებრივი გოგრა უამრავ სასარგებლო თვისებას ინახავს. კვახი, არა მარტო, წმენდს სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან და წევს სისხლში შაქრის დონეს, იგი ასევე გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს მავნებელ პარაზიტებთან ერთად.

გოგრის სარგებლობა

გოგრა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. როდესაც თქვენ შეიტყობთ მისი კეთილი თვისებების შესახებ, აუცილებლად მოგინდებათ მისი ხშირად მომზადება საკუთარი თავისთვის და ახლობლებისთვის. თქვენ შეგიძლიათ გოგრისგან მოამზადოთ უამრავი მარტივი და გემრიელი კერძი. გააკეთეთ, ჭამეთ ზომიერად და გამოჯანმრთელდით.

  1. გოგრა ამარაგებს ორგანიზმს C და B ჯგუფის ვიტამინებით.ასევე იგი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს, კალცს, კაროტინს, რკინასა და სპილენძს.

  2. გოგრაში შედის თუთიის მარილები და E ვიტამინი, რომლებიც ანელებს დაბერების პროცესს.

  3. ამ პროდუქტს იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

  4. ასევე გოგრის დახმარებით შეგვიძლია ვებრძოლოთ ზედმეტ წონას. იგი 90% წყლისგან შედგება. ასევე ნაკლებ კალორიულია. 100 გრ პროდუქტში მხოლოდ 23 კილოკალორიაა

  5. გოგრის წვენი ახდენს დადებით გავლენას კუჭზე გასტრიტისა და მაღალი მჟავიანობის დროს. დაუჯერებელია, რომ მას იყენებენ ასევე გაციების სამკურნალოდ

  6. ამ გემრიელ ბოსტნეულს შეუძლია იმუნიტეტის ამაღლება. ასე, რომ შემოდგომაზე სასურველია მივეძალოთ მას.

  7. გოგრის წვენი ზრუნავს კბილის ემალზე, ამაგრებს მას. ნუ შეგეშინდებათ კარიესის, თუ ამ წვენს ხშირად მიირთმევთ.

  8. გოგრის თესლი დაუნდობლად ებრძვის ჭიებს და პარაზიტებს. მიირთვით ძილის წინ 100 გრ თაფლთან ერთად. დილით კი მიიღეთ 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი.

  9. იმისთვის, რომ ეფექტურად გაიწმინდოთ ღვიძლი, მაგალითად, ანტიბიოტიკების კურსის შემდგომ, მიირთვით გოგრა თაფლთან ერთად.

    აიღეთ საშუალო ზომის გოგრა, მოაჭერით თავი და ამოიღეთ თესლები. შემდგომ ჩაასხით მასში თაფლი, მსუბუქად აურიეთ შიგთავსი და დააფარეთ მოჭრილი "თავსახური". ანაჭრელი ზოლები შეავსეთ ცომით. მოათავსეთ გოგრა ბნელ ადგილას. თემპერატურა ოთახისაზე ოდნავ ნაკლები უნდა იყოს.

    10 დღეში წამალი მზად იქნება. დალიეთ იგი სუფრის კოვზით დღეში ორჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მიიღეთ 20 დღის განმავლობაში.

  10. მშვენიერი რეცეპტი ნაწლავების მუშაობის გაუმჯობესებისთვის: აიღეთ 150-170გრ წითელი გოგრა, გაათალეთ და გამოაცალეთ თესლები. რბილობი დაჭერით პატარა ნაჭრებად. მოშუშეთ ტაფაზე დარბილებამდე. გადმოიღეთ ლანგარზე, მოასხით ზემოდან თაფლი და მოაყარეთ საყვარელი თხილი.

  11. იმისათვის, რომ დაემშვიდობოთ უძილობას და სტრესს, მიირთვით ძილის წინ გოგრის რბილობისა და თაფლის ნაყენი.

  12. სამწუხაროდ, გოგრის მიღება არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტის, კუჭის წყლულის, გასტრიტისა და დაბალი მჟავიანობის დროს.



ჭიების საწინააღმდეგო გოგრის სმუსი



ჭიების მოსასპობად გამოგადგებად გოგრის ნედლი თესლი. მიიღეთ ყოველ დილით. ასევე პარაზიტების საწინააღმდეგო შეუდარებელ საშუალებას წარმოადგენს უმი გოგრის წვენი.

ინგრედიენტები

  • 100 გრ გოგრა
  • 0,5 ჭიქა წყალი


მომზადების წესი


  1. უმი გოგრა გარეცხეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად. კარგად ათქვიფეთ ბლენდერში წყალთან ერთად

  2. სმუსი უნდა მიიღოთ ყოველ დილით უზმოზე 14 დღის განმავლობაში. ჭიები გაქრებიან, როგორც ღამის კოშმარი! ასევე ეს სასწაულმოქმედი კოქტეილი დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებაში და საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებაში.


ჩვენ მოგაწოდეთ ძირითადი ინფორმაცია გოგრის სარგებელზე. თუმცა, მას კიდევ სხვა მრავალი კეთილი თვისება გააჩნია.

სწორედ ამიტომ, საკვებად მისი გამოყენება აუცილებლად ღირს! მოამზადეთ მისგან გემრიელი ფაფები, გამოაცხვეთ კექსები, მოამზადეთ სასმელი და ცივი წვნიანები.

გაუზიარეთ მეგობრებს ეს საინტერესო ინფორმაცია!