ცხიმის მწველი ყველაზე გემრიელი კერძი, რომელიც ოდესმე დაგიგემოვნებია! № 1 ამ შემოდგომის მენიუში
არომატული და ოდნავ მოტკბო... ასე აღწერენ გოგრისგგან მომზადებულ სიპს, ვინც მას ხშირად ამზადებს. გოგრის წვნიანი დაბალკალორიულია მისი მთავარი ინგრედიენტის წყალობით. ის აღავსებს ორგანიზმს საჭირო ვიტამინებითა და მიკროელემენტებით და ხელს უშლის ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას.
ჯანჯაფილის წყალობით, ასეთი წვნიანი ეხმარება გაცივების დროს. თავად კერძი კი ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს. დარიჩინი კი გოგრის სპეციფიკურ სუნს დაახშობს.
ინგრედიენტები:
მომზადება:
გოგრა შესანიშნავად ეხამება ჯანჯაფილს. ის კერძს განსაკუთრებულ არომატს სძენს.
ჯანჯაფილის წყალობით, ასეთი წვნიანი ეხმარება გაცივების დროს. თავად კერძი კი ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს. დარიჩინი კი გოგრის სპეციფიკურ სუნს დაახშობს.
ინგრედიენტები:
- 1 გოგრა
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 1 ლიტრი წყალი
- 430 გრ სტაფილო
- 150 გრ ჯანჯაფილი
- დარიჩინი, მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- გათალეთ ჯანჯაფილი და დაჭერით ძალიან წვრილად.
- გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსამდე. დაჭერით გოგრა. წაუსვით საცხობ ფორმას ზეთი და მოათავსეთ გოგრის ნაჭრები. გამოაცხვეთ 40 წუთის განმავლობაში, ის უნდა დარბილდეს.
- გამოიღეთ გოგრა, გააცივეთ. მოაცილეთ კანი.
- ჩაასხით ქვაბში ზეითუნის ზეთი, გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე. წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი, მოთუშეთ ზეთში, დაამატეთ გოგრის რბილობი, ჯანჯაფილი, სტაფილო და წყალი.
- დაამატეთ მარილი, პილპილი და დარიჩნი გემოვნებით. ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. ჯანჯაფილი და სტაფილო უნდა დარბილდეს.
- დააბლენდერეთ სუპი, თუ ძალიან სქელი გამოვიდა, დაამატეთ წყალი.
გოგრა შესანიშნავად ეხამება ჯანჯაფილს. ის კერძს განსაკუთრებულ არომატს სძენს.