როგორ ვუშველოთ ხვრინვას!...
ხვრინვის მიზეზი შეიძლება იყოს ზედმეტი წონა, უჩვეულო პოზა, ცხვირ - ხახის და ტრაქეის ქრონიკული დაავადება, სიგარეტი და ალკოჰოლიც კი. როგორ დავამარცხოთ ხვრინვა?
მშვიდ ძილსა და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ!
- დაწექით გვერდზე და თავი მაღალ სასთუმალზე დადეთ. ზურგზე წოლისას რბილი სასა, ნაწი და ენის ძირი ხახის უკანა კედელს ებჯინება, რაც ჰაერის გატარებას ხელს უშლის.
- თუ ზემდეტი წონა გაწუხებთ, დაიკელით რამდენიმე კილოგრამი.
- ნუ დანაყრდებით ძილის წინ, სავსე კუჭი ხელს უშლის სასუნთქი სისტემის მუშაობას.
- ნაკლები მოსწიეთ და ერიდეთ ალკოჰოლს.
- ყელში გამოივლეთ 1 ჩ/ჭ თბილ წყალში გახსნილი 5 - 10 წვეთი ლავანდის ზეთი. დაატენიანეთ ჰაერი საძინებელ ოთახში პულვიზატორის საშუალებით. შეასრულეთ სპეციალური ვარჯიშები. მაქსიმალურად გამოსწიეთ ენა წინ და ქვევით, გააჩერეთ ასე რამდენიმე წამი, გაომეორეთ მოძრაობა 30 - ჯერ. ნიკაპი დაიზილეთ, ქვედა ყბა წინ და უკან ერთი წუთი ამოძრავეთ.
- სელის პირსახოცი დაისველეთ ძმრის სუსტ ხსნარში - 0,5 ლიტრ წყალზე 1 ს/კ ძმარი, ან ერთი ჩაის კოვზი ძმრის ესენცია და მსუბუქად გაწურეთ. დაიდეთ შუბლზე და ზემოდან გადაიხვიეთ მშრალი ნაჭრით. გაიჩერეთ მთელი ღამე. ორ კვირაში ხვრინვას თავს დაანებებთ.
მშვიდ ძილსა და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ!