აი როგორ უნდა გავუმკლავდეთ ხვრინვას. 14 ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა
ნუ იქნებით ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ახლობლებს აწუხებს ხვრინვით. მიმართეთ ქვემოთ მოყვანილ ხერხებს.
ხვრინვას იწვევს ხორხისა და ცხვირის არეში მოძრავი ჰაერის ნაკადის არაბუნებრივი შეფერხება (როდესაც გღვიძავთ, თქვენი ორგანიზმი ამას თავისით არეგულირებს). სწორედ ამიტომ, შევიწროებული ნაზალური გზებიდან გამავალი ჰაერი ხვრინვად იქცევა. იმისთვის, რომ გზები არ შევიწროვდეს, მიიღეთ ცხელი შხაპი ძილის წინ და გამოირეცხეთ სასუნთქი გზები ფიზიოლოგიური ხსნარით.
ცვალეთ ძილის პოზები
ზურგზე ძილისას ენა და რბილი სასა ხახის უკანა ნაწილს ებჯინება, რაც ხვრინვას იწვევს. სცადეთ, იძინოთ გვერდულად.
არ გაუწყლოვდეთ
თუკი არასაკმარისი რაოდენობის წყალს იღებთ, თქვენი სასუნთქი გზები გამონადენით დანაგვიანდება, რაც ხვრინვას იწვევს. დალიეთ 2 ლიტრამდე წყალი დღის განმავლობაში.
არავითარი მტვერი
ხვრინვის ერთ-ერთი მიზეზი ორგანიზმის ალერგიული რეაქციაა მტვერზე, ამიტომ ეცადეთ, საძინებელში იდეალური სისუფთავე იყოს.
ნუ მიიღებთ ალკოჰოლს გვიან ღამით
ეს ძალიან მაცდუნებელია, თუმცა ზედმეტი ალკოჰოლის მიღების შემდეგ ხორხის კუნთები დუნდება, რაც ასუსტებს ორგანიზმის ბუნებრივ შესაძლებლობას, არ შეაფერხოს ჰაერის მიმოქცევა. უკანასკნელი ჭიქა დაძინებამდე 4 საათით ადრე დალიეთ.
გააკეთეთ სავარჯიშოები პირით
ენის წვერი მიაბჯინეთ სასას და მაქსიმალურად უკან გასწიეთ, თან წარმოთქვით ხმოვანი „ა“. ბრაზილიელი ექიმების მტკიცებით, ასეთი სავარჯიშო ამცირებს ხვრინვას.
სცადეთ სასუნთქი გზების გახსნის სხვა საშუალებები
თუკი ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები არ მუშაობს, სცადეთ ცხვირზე დასაწებებელი ზოლები.
სცადეთ ნაზალური შესასხურებელი
ისევ - თუკი ბუნებრივი საშუალებები არ მუშაობს, სცადეთ ნაზალური შესასხურებლები. ნუ დახარჯავთ ფულს ძვირადღირებულ სპრეიზე, იყიდეთ გამოცდილი და სანდო საშუალება.
შეიძინეთ ჰაერის დამატენიანებელი
თუკი თქვენს საძინებელ ოთახში ძალიან თბილა და ჰაერიც მშრალია, თქვენს ცხვირს გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება ფუნქციონირებისთვის და დროთა განმავლობაში სასუნთქ გზებში მაინც დაგროვდება გამონადენი, ამიტომ შეიძინეთ ჰაერის დამატენიანებელი და დადგით ლოგინის გვერდით.
სცადეთ „საძილე ალიკაპი“
ეს გამოგონება ყბას ოდნავ წინ წამოსწევს, რითიც ხსნის საჰაერო გზას, შედეგად, ხვრინვა მცირდება. Anti-snoring mouth guard 45-დან 100 დოლარამდე ღირს.
„შესანჯღრევი“ მოწყობილობა
ახალი გამოგონება, Nora, მსუბუქად აქანებს მხვრინავი ადამიანის ბალიშს ხვრინვის მატებისას, ვიდრე ხმამაღალი ხვრინვა პარტნიორს გააღვიძებდეს. ეს მოწყობილობა გაყიდვაში 2016 წლის მაისში გამოვიდა და მისი ფასი 239 დოლარია.
ხმის დამხშობი მოწყობილობა
თუკი თქვენი პარტნიორი ხვრინავს, ეს მოწყობილობა რა თქმა უნდა, ამ პრობლემას ვერ უშველის, მაგრამ დაგეხმარებათ ყველაზე უსიამოვნო ჩვენების განეიტრალებაში. Silent Partner ყურსასმენების მსგავსი მოწყობილობაა და ხვრინვის ხმას ახშობს.
ექიმთან ვიზიტი
თუკი პარტნიორი გეუბნებათ, რომ თქვენ სისტემატურად ძალიან ხმამაღლა ხვრინავთ, ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს, რადგან შეიძლება მიზეზი საკმაოდ სერიოზული იყოს და სუნთქვის დროებითი შეჩერება გქონდეთ, რამაც შეიძლება გულის პრობლემები გამოიწვიოს.
სამედიცინო პროცედურები მოიცავს რადიოსიხშირით მკურნალობას (სუსტი ელექტრო ტალღით რბილი სასის გამკვრივება), სასის იმპლანტს (სასის გამაგრება იმპლანტით, რაც ვიბრაციას და შესაბამისად, ხვრინვის ხმას ამცირებს), ინიექციურ ჩარევას (ამ შემთხვევაშიც რბილი სასის გამკვრივება ხდება).
თუკი სხვა დანარჩენი უძლურია, სცადეთ ქირურგიული ჩარევა
ხვრინვის მიზეზი შეიძლება იყოს გადიდებული გლანდები და ადენოიდები, ამიტომ შესაბამისი ოპერაცია შეიძლება იყოს გამოსავალი.
- მიიღეთ ცხელი შხაპი ძილის წინ