ამ უკანასკნელის უკმარისობა ქალების უნაყოფობის, მუცლის მოშლის და მამაკაცთა სქესობრივი სისუსტის მიზეზს წარმოადგენს.
ისპანახის წვენი ფრიად სასარგებლოა მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტისათვის, დაწყებული კუჭიდან - დამთავრებული მსხვილი ნაწლავით. ამის შესახებ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იცოდნენ.
უმი ისპანახი მდიდარია ისეთი ორგანული ნივთიერებებით, რომლებიც ასუფთავებენ და აღადგენენ კუჭ - ნაწლავის ნორმალური მუშაობის ფუნქციას. ამ ბოსტნეულიდან მომზადებული 0,5 ლ ახალი წვენის ყოველდღიური მიღებით, მოკლე დროში შესაძლებელია ყველაზე მძიმე ფორმის ყაბზობისგან მორჩენა.
ისპანახის სხვა ძვირფასი თვისებაა კბილებსა და ღრძილებზე მისი დადებითი ზემოქმედება, იცავს მათ პარადონტოზისგან. ეს ავადმყოფობა ცინგის მსუბუქ ფორმას წარმოადგენს და ორგანიზმში სწორედ იმ ელემენტების ნაკლებობიზ მიზეზად გვევლინება, რომლებსაც მოიცავს სტაფილოსა და ისპანახის წვენების ნარევი. მოხარშული ბურღულეულის, რაფინირებული შაქრისა და სხვა არასრულფასოვანი საკვების შედეგად, აგრეთვე C ვიტამინის ნაკლებობითაა გამოწვეული ღრძილებიდან სისხლდენა და კბილის პულპის ფიბროიდული დაშლა. დაავადების საბოლოო განკურნება შესაძლებელია მხოლოდ უმი, ნატურალური მცენარეული საკვების, განსაკუთრებით კი სტაფილოსა და ისპანახის წვენების მიღებით.
ისეთი დაავადებები, როგორიცაა ნაწლავების წყლული, კრუნჩვები, ნერვული აშლილობა, თირკმელზედა და ფარისებური ჯირკვლების სეკრეციისა და აგრეთვე გულის ფუნქციის დარღვევა, ნეფრიტი, ართრიტი, ჩირქგროვა და ძირმაგარები, კიდურების შეშუპებანი, მიდრეკილება სისხლდენისადმი, ძალის დაკარგვა, რევმატული და სხვა ტკივილები, სისხლის დაბალი და მაღალი წნევა, მხედველობის დაქვეითება, თავის ტკივილები (მათი ჩათვლით, რომელთაც გააჩნიათ შაკიკის ნიშნები ) - უპირველეს ყოვლისა კუჭ - ნაწლავის ქვედა ნაწილებში სხვადასხვა წიდების დაგროვების, აგრეთვე ორგანიზმში ზოგიერთი ელემენტის (რომლებსაც მოიცავს უმი სტაფილო და ისპანახი) უკმარისობის შედეგია.
მიზანშეწონილია ყოველდღე მიიღოთ 560 გრ უმი ბოსტნეულის წვენი; ამ დროს დიეტიდან უნდა გამოირიცხოს ხორცის პროდუქტები.
ისპანახი, სალათა და წყლის წიწმატი, სტაფილოსა და მწვანე წიწაკასთან ერთად, ბოსტნეულის იმ სახეობებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ყველაზე მეტად მოიცავენ C და E ვიტამინებს. ამ უკანასკნელის უკმარისობა ქალების უნაყოფობისა და მუცლის მოშლის, აგრეთვე მამაკაცთა სქესობრივი სისუსტის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს. დამბლის მრავალი ფორმაც ასევე E ვიტამინის ნაკლებობის შედეგია; მისი უკმარისობა იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და საერთო გუნება -განწყობილების გაუარესებას.
საჭიროა გვახსოვდეს, რომ ისპანახი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ მოხარშული ან კონსრვირებული სახით, ვინაიდან ამ შემთხვევაში მასში შემავალი მჟაუნას სიმჟავის ატომები მაღალი ტემპერატურის გავლენით არაორგანულნი ხდებიან, რაც ხელს უწყობს მათი კრისტალების დაგროვებას თირკმელებში.