უმი ისპანახის წვენს შეუძლია რამდენიმე დღეში ან კვირაში უშველოს უმძიმესი ფორმის ყაბზობას !

უმი  ისპანახის წვენს შეუძლია რამდენიმე დღეში  ან კვირაში უშველოს  უმძიმესი ფორმის ყაბზობას !
უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ ისპანახი ძალზე აუცილებელია მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის, კუჭიდან დაწყებული და მსხვილი ნაწლავით დამთავრებული.
უმი ისპანახის სახით ბუნებამ ადამიანი მოამარაგა ჩინებული ორგანული ნივთიერებით ნაწლავის ტრაქტის გასასუფთავებლად და ფუნქციათა აღსადგენად. კარგად მომზადებული უმი ისპანახის წვენს, ყოველდღე ნახევარი ლიტრის დალევის შემთხვევაში, შეუძლია რამდენიმე დღეში ან კვირაში უშველოს უმძიმესი ფორმის ყაბზობას ( კუჭის შეკრულობას ). სასაქმებლებს სამწუხაროდ, ისე იყენებენ, რომ არ ესმით რა ხდება სინამდვილეში. ნებისმიერი ქიმიური ან არაორგანული სასქმებელი გამაღიზიანებლად მოქმედებს, ხელს უწყობს ნაწლავის კუნთებს მის სასაქმებელის გამოყოფას. პრაქტიკამაც სავსებით თვალნათლივ დაადასტურა, რომ სასაქმებლების მიღების აუცილებლობას. ამის შედეგად ყაბზობის განკურნვა კი არ ხდება, არამედ ვითარდება ადგილობრივ ქსოვილთა, კუნთებისა და ნერვების ქრონიკული უმოქმედობა.
სასაქმებელი საშუალებები უბრალოდ ნაწლავთა პროგრესული დეგენერაციის გამომწვევი გამაღიზიანებლებია.

უმი ისპანახის წვენი ძალზე ეფექტურია არა მარტო ნაწლავედის ქვედა ნაწილის, არამედ მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გასუფთავებისათვის, ხელს უწყობს მათ გაჯანსაღებას.

ისპანახის სხვა ძვირფასი თვისებაა მისი ზემოქმედება კბილებსა და ღრძილებზე და პიოარესგან ( ჩირქდენისგან ) დაზღვევა. ეს დაავადება სურავანდის მსუბუქი ფორმაა და იწვევს ირგანიზმში სწორედ იმ ელემენტების ნაკლებობას, რომლებსაც სტაფილოსა და ისპანახის წვენები შეიცავს. მოხარშული ბურღულების, გასუფთავებული შაქრისა და სხვა არასრულფასოვანი საკვებით კვების, აგრეთვე ვიტამინის ნაკელბობის შედეგად იწყება ღრძილებიდან სისხლდენა და კბილის პულპის ფიბროიდული დაშლა.

ისპანახი, სალათა და წყლის წიწმატი, სტაფილოსა და მწვანე წიწაკასთან ერთად, ბოსტნეულის ის სახეობებია, რომლებიც ყველაზე ბლომად შეიცავენ C და E ვიტამინებს. ორგანიზმში ვიტამინის ნაკებობაა მუცლის მოშლის, აგრეთვე, როგორც დედაკაცთა, ისე მამაკაცთა სქესობრივი უძლურებისა და უნაყოფობის ერთ - ერთი მიზეზი. დამბლის ბევრი ფორმაც ვიტამინის ნაკლებობის შედეგია. მისი ნაკლებობა იწვევს ნივთიერებათა ცვლისა და საერთოდ კარგი გუნებაგანწყობის გაფუჭებას.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოხარშული ისპანახის მიღება ( გარდა იმ შემთვევებისა, როცა ძალიან გვინდა ჩვენს თირკმელებში მჟაუნმჟავას კრისტალების დაგროვება, რასაც თირკმლების ტკივილები და დაავადებები მოჰყვება ). როცა ისპანახი იხარშება ან კონსერვირდება, მჟაუნმჟავას ატომები მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით არაორგანულ ატომებად იქცევა და მათ შეუძლიათ თირკმელებში მჟაუნმჟავას კრისტალების წარმოქმნა.
სტატიის ავტორი: ნორმან უოკერი
სტატიის წყარო:მკურნალობა ბოსტნეულის წვენებით