ორგანიზმის გაწმენდის მეტად ეფექტური და უნიკალური საშუალება

ორგანიზმის გაწმენდის მეტად ეფექტური  და უნიკალური საშუალება
ორგანიზმის გაწმენდის ეს მეთოდი კარგად გამოდევნის ქვიშას ორგანიზმიდან და თავიდან ააცილებს მის წარმოქმნას ასკილის, შვრიისა და მინდვრის შვიტას ნაყენი. რეცეპტისთვის დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:
  • 3 ჭ შვრია
  • 3 ს/კ მინდვრის შვიტა
  • 1 ჭიქა ასკილი




მომზადების და გამოყენების წესი:

3 ჭიქა შეუწამლელ შვრიას დაასხით 4 ლ ცივი წყალი, გააჩერეთ 1 დღე - ღამე, რომლის შემდეგაც უნდა ადუღოთ 15 წთ, დაუმატოთ 3 ს/კ მინდვრის შვიტას გამხმარი ბალახი და კვლავ ადუღოთ 15 წთ. გადადგით 45 წუთით, გაფილტრეთ, როდესაც გაამზადებთ შვრიას 1 დღე - ღამეს გასაჩერებლად, საჭიროა ერთდროულად გაირეცხოს ცივი წყლით და დაინაყოს 1 ჭიქა ასკილის მშრალი ნაყოფი, ჩაიყაროს 1 ლ ადუღებულ წყალში. ადუღეთ არა უმეტეს 10 წუთისა. გააჩერეთ 1 დღე - ღამე, გაწურეთ მარლაში. ნაყენი შეურიეთ, შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 150 მლ დღეში 3 - ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური