დაამარცხეთ გრიპი, ანგინა, სურდო და გაცივება შესანიშნავი საშუალებებით

დაამარცხეთ  გრიპი, ანგინა, სურდო და გაცივება  შესანიშნავი საშუალებებით
გაცივების პირველი სიმპტომები თუ იგრძენით: თავის მსუბუქი ტკივილი, ყელში ღიტინი, სისუსტე, თვალების ტკივილი - თქვენზეა დამოდილებული, რომ ავადმყოფობა არ განვითარდეს.
ჩაასხით ჯამში ძლიერი ცხელი წყალი, დაუმატეთ წიწვის ან გვირილას ნახარში, კარგად დაითბილეთ ფეხები, შეიმშრალეთ ხეშეში პირსახოცით და სწრაფად ჩაიცვით შალის წინდები. შემდეგი პროცედურა - გვირილას ნახარში კარგად გააცხელეთ თუჯის ქვაბში, დაიხარეთ მასზე, დაიფარეთ თავი პირსახოცით და ისუნთქეთ ცხელი ორთქლით. დაწოლის წინ დალიეთ ლიტრზე ცოტა მეტი ძახველის ჩაი თაფლით. ასევე ძალზე ცხელი. შეგიძლიათ ამ ჩაის დაუმატოთ პიტნა, ცაცხვის ყვავილი.

ანგინა
  • ერთი ს/კ თხის ქონი გავადნოთ ტაფაზე, დავუმატოთ 1 ს/კ თაფლი. როცა წამოდუღდება, გადმოვდგათ და დავუმატოთ 1 ს/კ სპირტი ან არაყი. დავლიოთ თბილი დღეში 4 -5 -ჯერ.

  • ერთი ს/კ გვირილა ვადუღოთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში, გავაცივოთ, გავწუროთ, დავუმატოთ 1 ჩ/კ თაფლი და პირის ღრუში გამოვივლოთ.

    სურდო
  • საღამოს ძილის წინ გაიკეთეთ ქუსლებზე მდოგვის საფენები. კარგად შეიფუთეთ ფეხები, ან ჩაიცვით სქელი შალის წინდები. გააჩერეთ საფენები დიდხანს. დილამდე სურდო გაგივლით.

  • არის ასეთი საშუალებაც სურდოსგან თავის დასაღწევად: გახეხეთ პირშუშხას რამდენიმე ფესვი. ცრემლთან ერთად გაგივლით გაციებაც. კარგი იქნება, რაიმე კერძთან ერთ კოვზ პირშუშხასაც თუ მიირთმევთ.

  • თუ გაქვთ სურდო, ორთქლის აბაზანაში ადუღეთ მცენარეული ზეთი 30 - 40 წთ. გაცივებულ ზეთში ჩადეთ 3 კბილი ნიორი, 3 მომცრო თავი ხახვი და დადგით 2 სთ. ღამით დაიზილეთ ქუსლები ( აქ განლაგებულია ცხვირ -ხახის მნიშვნელოვანი წერტილები ).

  • სურდოს დროს დღეში რამდენჯერმე ორივე ნესტოში ჩაიწვეთეთ 2 - 3 წვეთი ჭარხლისა და ალოეს წვენი, ანდა ხახვისა და ნივრის ზეთოვანი ხსანრი.

  • თუ ძლიერი სურდო გჭირთ, ყოველ 2 -3 სთ - ში ერთხელ მიიღეთ თითო ს/კ თაფლი, არეული ხახვთან ერთად. ხახვი შეიცავს მდოგვის ზეთს, რომელიც დაჭრის დროს გამოიყოფა და როგორც ანტიბიოტიკი, ისე მოქმედებს.

სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური