როგორ მოვიშოროთ ფეხებიდან სიმძიმის შეგრძნება, შეშუპება და შესიება.

როგორ მოვიშოროთ ფეხებიდან სიმძიმის შეგრძნება, შეშუპება და შესიება.
როცა ტერფები გტკივათ, გეწვით, ამის უვნებელყოფა ადვილია. აუცილებლად ყოველ საღამოს გაიკეთეთ აბაზანები ფეხებისათვის. დაიწყეთ ასე: აიღეთ ორი მოზრდილი თასი. დასაწყისში ფეხები ჩაყავით ცხელ წყალში, შემდეგ თბილში. რამდენიმე დღის განმავლობაში თბილი წყალი თანდათან შეცვალეთ ცივით. ერთი სეანსის დროს ცვალეთ ცხელი და ცივი წყალი რამდენჯერმე. შემდეგ ფეხები კარგად გაიწმინდეთ უხეში სელის პირსახოცით. თუ ზაფხულია, იარეთ ფეხშიშველამ ხის იატაკზე ან ბალახზე. ზამთარში კი მაშინვე ჩაიცვით შალის წინდები.
ცხელ წყალს აუცილებლად დაუმატეთ თივის ნაფშვენის, წიწვის, აბზინდის, მუხის ქერქის, პიტნისა და გვირილას, ქრისტესისხლას ნახარში. შეიძლება შემოიფარგლოთ მარილით. ორი კვირის შემდეგ თქვენ დაივიწყებთ, რომ ფეხის ტერფები გტკიოდათ და გეწვოდათ; ფეხები გაგიხდებათ მსუბუქი, ივლით ბევრს სიამოვნებით. აბაზანები უნდა შეათავსოთ ფეხების ვარჯიშებთან. გააკეთეთ ტერფებით წრიული მოძრაობები, მოხარეთ და გაშალეთ ტერფები, თითები, დადექით თითებზე, ქუსლებზე.

ასევე გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს ფეხების სხვადსხვა ჩივილების დროს:

ფეხები რომ არ შეშუპდეს ამისთვის საჭიროა დალიოთ სელის თესლის ნახარში: 4 ჩ/კ თესლი 1ლ წყალზე ადუღეთ10-15 წთ. შემდეგ დადგით ქვაბი თბილ ადგილას. გააჩერეთ 1 საათი. შეიძლება არ გაწუროთ. სვით ნახევარი ჭიქა ყოველ 2 საათში დღეში 6-8- ჯერ, უკეთესია ცხელი. შესანიშნავი შედეგები მიიღწევა 2-3 კვირის შემდეგ.

ფეხები თუ დაგისივდათ , დაწექით დივანზე ფეხებით კედლისაკენ და 5 წუთით მაღლა ასწიეთ.

ფეხების შესიების დროს:
  1. არაყი და მაწონი აურიეთ ერთმანეთში და ბამბის ქსოვილით შემოიდეთ ფეხებზე.



  2. ოთხი ს/კ გოგრის თესლი ადუღეთ 10-15 წთ 1ლ წყალში. დააყენეთ 1 სთ. მიიღეთ ყოველ 2 სთ-ში ცხელი სახით.


ფეხების შეშუპების დროს:

ერთი ჭიქა ცივი ყავის ხსნარში გავხსნათ 25 გრ ქვამარილი. ავურიოთ კარგად. შემდეგ ხსნარში დავასველოთ მარლა, ცოტა გავწუროთ და დავადოთ ავადმყოფს წელზე.
პროცედურა გავიმეოროთ 10-ჯერ. ავადმყოფს დაეწყება უხვი შარდდენა და შეშუპება ჩაქრება.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური