ასეთი რიზოტო ჯერ არ მოგიმზადებიათ: შემოდგომის უგემრიელესი ნობათი ბრინჯთან შეხამებაში

ასეთი რიზოტო ჯერ არ მოგიმზადებიათ: შემოდგომის უგემრიელესი ნობათი ბრინჯთან შეხამებაში
Fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ ნოყიერი და არომატული კერძის რეცეპტს, რომლის მთავარი ინგრედიენტი გახლავთ გოგრა. რიზოტო გოგრით - იდეალური გადაწყვეტაა გემრიელი ვახშმისთვის. მოამზადეთ და ნახავთ, რომ ამ სახით ეს ბოსტნეული ყველას მოეწონება!

ინგრედიენტები:


  • 200 გრ გოგრა
  • 1 ჭიქა ბრინჯი
  • 50 გრ მაგარი ყველი
  • 200 მლ ხორცის ბულიონი
  • 50 მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • 50 გრ კარაქი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • მარილი გემოვნებით


მომზადება:

  1. გარეცხეთ ბრინჯი, დაასხით წყალი და დატოვეთ 1,5 საათით.
  2. გაფცქვენით და დაჭერით ხახვი, გახეხეთ ყველი.
  3. გათალეთ გოგრა, რბილობი დაჭერით მცირე ნაჭრებად და ოდნავ შებრაწეთ ზეთში.
  4. დაამატეთ ხახვი და ბრინჯი, მოთუშეთ ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ ბრინჯი მთელ ზეთს არ შეიწოვს.
  5. დაასხით ღვინო, შემდეგ ბულიონი, მოამზადეთ კერძი მანამ, სანამ ბულიონი სრულად არ აორთქლდება.
  6. ბოლოს დაამატეთ ყველი და კარაქი. კარგად მოურიეთ ინგრედიენტები და მოხსენით ცეცხლიდან.
  7. დააფარეთ თავსახურავი და დადგით 10-15 წუთით.


გემრიელად მიირთვით!