მარტივი საშუალებები სახიდან ლაქების და ჭორფლების მოსაშორებლად
მრავალი ქალისათვის ისინი სულიერი ტანჯვის მომტანია. ამ დროს სავსებით უბრალოდ შეიძლება მათი მოშორება. საამისოდ არსებობს რამდენიმე ეფექტური საშუალება:
- დაასხით 3 ს/კ ახალი რძე და 1 ს/კ ღვინის სპირტი. კარგად აურიეთ და შეიზილეთ სახის კანში, გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. ასე გააკეთეთ რამდენიმე დღე.
- ერთი კოვზი წყალბადის ზეჟანგი და ორი წვეთი ნიშადურის სპირტი კარგად აურიეთ, შემდეგ სწრაფად და თანაბრად წაისვით სახეზე. როგორც კი იგრძნობთ წიწკნას, ჩამოიბანეთ წყლით.
- ახალი ზეთისხილის ზეთი ან კარგად გასუფთავებული მზესუმზირის ზეთი ძილის წინ რიგიანად შეიზილეთ სახის კანში.
- ფერისმჭამელების და ლაქების მოსაცილებლად შეგიძლიათ მოამზადოთ ლოსიონი შემდეგი რეცეპტით: კარგად გათქვეფილი კვერცხის ცილა შეურიეთ 1 ლიმონის წვენს. ნარევს დაუმატეთ 1 ჩ/კ გლიცერინი და 0,5 ჩ/ჭ ოდეკოლონი. ამ ლოსიონით უნდა გაიწმინდოთ სახე დაწოლის წინ.
- ჭორფლიანი ხართ? აიღეთ 1 ყავის ფინჯანი მოხარშული ლობიო, ჩანგლით დაჭყლიტეთ, დაუმატეთ 2 - 3 კოვზი მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეითუნის). შემთბარი მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წთ - ის განმავლობაში. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ კი ცივი წყალი შეისხით.
- სახეზე მუქი ფერის ღინღლის დასაფარად შესაძლებელია მათი გაუფერულება წყალბადის ზეჟანგით: 10 მლ 5 - პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგს დაუმატეთ 2 - 3 წვეთი ნიშადურის სპირტი, ცოტაოდენი საპარსი კრემი და ააქაფეთ. ქაფი წაისვით სახეზე, 10 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით; თუ ხსნარმა გამოიწვია სახის კანის წვა, ჩამოიბანეთ უფრო ადრეც. ამის შემდეგ არ დაგავიწყდეთ ძმრიანი წყლის (1 ლ წყალზე 1 ჩ/კ ძმარი ) გადავლება და ნელსაცხებლის წასმა.