4 წესი, იებმა მთელი წლის განმავლობაში რომ იყვავილონ

4 წესი, იებმა მთელი წლის განმავლობაში რომ იყვავილონ
ერთმა ფლორისტმა საიდუმლოდ გამანდო 4 წესი, როგორ მოვიქცეთ, რომ იებმა მთელი წლის განმავლობაში იყვავილონ. ვცადე და ეს მართლაც მუშაობს! 2 წელი გავიდა და ყვავილები არ ჭკნება!

ნიადაგი და ჭურჭელი

იებს დიდი ქოთანი არ სჭირდება. ფესვების დიდი სისტემა ძალიან იზრდება და მცენარის მთელი ძალები მის მხარდაჭერად მიდის და არა ყვავილობაზე.
ნიადაგი უნივერსალური უნდა იყოს, ან სპეციალურად განკუთვნილი სენპოლიისთვის. ნუ აიღებთ მას ღია გრუნტიდან, ასეთი ნიადაგი მავნებლებითაა დაზიანებული. ზოგი მცენარე დრენაჟის გარეშე იოლად ძლებს, მაგრამ იები არა. მათ აუცილებლად სჭირდება დრენაჟი.

სინათლე და სითბო


მცენარეს უყვარს კაშკაშა სინათლე, მაგრამ მზის პირდაპირი სხივები სპობს იებს. ამიტომ მისთვის იდეალურია ფანჯრები ჩრდილოეთისკენ ან დასავლეთისკენ, სადაც მზე ხშირად არ ანათებს.
იებს უყვართ სითბო, ამიტომ, თუ რაფაზე მუდმივად ორპირი ქარია ან ცივა, თავს არაკომფორტულად იგრძნობს. მაგრამ სიცხეც არ ვარგა. ოპტიმალურია 16-21 გრადუსი.

მორწყვა და სასუქი

იების შესხურებასთან სიფრთხილე გმართებთ, მცირე რაოდენობით წყალი გამოიყენეთ ისე, რომ ყვავილებს არ შეეხოთ. თუ პირდაპირ ქოთანში რწავთ, მცირე ნაკადით ჩაასხით, ნუ შეეხებით ფოთლებს.
სასუქის შეტანა თვეში 1-ხელ არის რეკომენდებული. ზედმეტი სასუქი ფოთლებს აყვითლებს და მის ცვენას იწვევს.

ფორმა და ყვავილები


ფოთლები აკურატულად რომ გაიზარდოს და მცენარემ უხვად იყვავილოს, უნდა მოაცილოთ გამხმარი ყვავილები და ფოთლები. დროდადრო შემოატრიალეთ ქოთანი, რათა სინათლე თანაბრად მოხვდეს ყველგან და მოაცილეთ ზედმეტი ფოთლები.