ძაღლყურძენას მოვლის მეთოდები

ძაღლყურძენას მოვლის მეთოდები
ზრდა: სწრაფი.

ყვავილობა: ზაფხულის პერიოდში.

განათება: ინტენსიური დაფანტული. თუ მცენარე სიბნელეშია, ფოთლები მცირე ექნება, ცუდად იყვავილებს და ნაყოფს არ მოისხამს. შუადღეს უნდა არიდოთ მზის პირდაპირ სხივებს, რათა მზის დამწვრობა არ მიიღოს.

ტემპერატურა:
გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ზომიერი (18-25 გრადუსი). შემოდგომა-ზამთრის პერიოდში სასურველია ზომიერი გრილი ტემპერატურის შენარჩუნება (12-15).

მორწყვა:
აპრილიდან სექტემბრამდე უხვი, როცა სუბსტრატის ზედა ფენა შრება. შემოდგომა-ზამთარში - შეზღუდული.

ჰაერის ტენიანობა:
არანაკლებ 65%. სჭირდება რეგულარული ყოველდღიური შესხურება, შეგიძლიათ დადგათ ქოთანი სელ ტორფზე ან კერამზიტზე.