ცოტაოდენი ხაჭო, შაქარი და 2 კვერცხი... სასარგებლო ნუგბარი საუზმეზე სულ რაღაც 7 წუთში მზადაა!
Fpaparazzi-რედაქცია გთავაზობთ: მოდით, მოვამზადოთ ხაჭოს პუდინგი მიკროტალღურ ღუმელში! 7 წუთში! საუზმეზე ამაზე უკეთესი რა უნდა მიირთვა! ძალიან ნაზი, გემრიელი და იოლად მოსამზადებელი ნუგბარი!
ინგრედიენტები:
მომზადება
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. დაამატეთ ხაჭო, ვანილი, ლიმონის წვენი და მოურიეთ კარგად.
დაამატეთ მანანის ბურღული, კვლავ მოურიეთ, დატოვეთ 10 წუთით. გაანაწილეთ მასა სილიკონის ფორმებში.
შედგით ფორმები მიკროტალღურ ღუმელში და მოამზადეთ მაქსიმალურ სიმძლავრეზე 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამორთეთ მოწყობილობა, ნუ გამოაღებთ კარს, დატოვეთ კერძი დასასვენებლად 2 წუთით. შემდეგ კვლავ ჩართეთ 2 წუთით.
პუდინგი ჰაეროვანი, რბილი და გემრიელი გამოვა, თანაც მის შემადგენლობაში გამაფხვიერელი არ არის.
ინგრედიენტები:
- 200 გრ ხაჭო
- 2 კვერცხი
- 2 ს.კ. შაქარი
- 2 ს.კ. მანანის ბურღული
- 1 მწიკვი ვანილი
- 0,5 ჩ.კ. ლიმონის წვენი