მომბეზრდა ომლეტი და ტაფამწვარი! დროა, ცილის სუპერ-სწრაფი სუფლე გავსინჯო!

მომბეზრდა ომლეტი და ტაფამწვარი! დროა, ცილის სუპერ-სწრაფი  სუფლე გავსინჯო!
საუზმეზე კვერცხით უკვე ვერავის გააკვირვებ, იტყვით ალბათ თქვენ, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოამზადებთ მას. როგორც წესი, კვერცხს ან ხარშავენ ან წვავენ, მაგრამ Fpaparazzi-ს რედაქცია შემოგთავაზებთ ძველ რეცეპტს, რომელიც თავად კლოდ მონეს უბის წიგნაკში იპოვეს. ფრანგ მხატვარ-იმპრესიონისტს ძალიან შეუყვარდა ეს ნაზი ცილის სუფლე, კვერცხის გულით შუაში.

კვერცხი პაშოტი ფრანგული სამზარეულოს ისეთი ატრიბუტი გახდა, რომ მსოფლიომ კინაღამ მიივიწყა კვერცხი „ორსინი“. ჩვენ დღეს ამას გამოვასწორებთ.

ინგრედიენტები:


  • 3 კვერცხი
  • მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით


მომზადება:

  1. აკურატულად ათქვიფეთ კვერცხი, განაცალკევეთ ცილა და გული.
  2. დაამატეთ ცილაში მარილი და ათქვიფეთ სქელი ქაფის მიღებამდე, ამისათვის კი საუკეთესოა მიქსერის გამოყენება.
  3. განათავსეთ კოვზით 3 ცილის ქულა, მათ ყოველ ცენტრში მოათავსეთ კვერცხის გულები. მოაყარეთ შავი პილპილი და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთით 600 ვტ სიმძლავრეზე.


გემრიელად მიირთვით!