ქუსლის ნახეთქების მექანიკური და ბიოქიმიური მიზეზები
ქუსლების დახეთქვა ქვედა კიდურების იმ პრობლემათაგანია, რომლებიც ხანგრძლივ და სერიოზულ უსიამოვნებებს უდებს სათავეს. ქუსლებზე ნახეთქების გაჩენისას ადამიანი განიცდის დისკომფორტს, მჭრელ და მჩხვლეტ ტკივილს, ქუსლები ისე ეწვის, თითქოს გახურებულ ქვიშაზე იდგეს, კანი უუხეშდება და უსქელდება, საგულდაგულო დათვალიერებისას კარგად ჩანს თავდაპირველად წვრილი, მოკლე ბზარები, რომლებიც შემდეგ გრძელდება და ღრმა ნახეთქებად იქცევა. ვუშველოთ თავს? ვიდრე ამაზე ვისაუბრებდეთ, მოდი გავარკვიოთ, რა იწვევს ქუსლების დახეთქვას.
ქუსლების დახეთქვას მექანიკური და ბიოქიმიური ფაქტორები განაპირობებს.
მექანიკურ მიზეზებს შორის აღსანიშნავია კანის საფარველის მექანიკურად დამაზიანებელი ფაქტორები:
ბიოქიმიური მიზეზებია:
ქუსლების დახეთქვას მექანიკური და ბიოქიმიური ფაქტორები განაპირობებს.
მექანიკურ მიზეზებს შორის აღსანიშნავია კანის საფარველის მექანიკურად დამაზიანებელი ფაქტორები:
- ტრავმები, მოუხერხებელი, მჭიდრო ფეხსაცმელი;
- სინთეზური ქსოვილის წინდები;
- ტერფის დეფორმაცია, ბრტყელტერფიანობა;
- კანის ძლიერი სიმშრალე, როდესაც გარემო ფაქტორთა გავლენით ირღვევა კანის ზედა შრის მთლიანობა და მიკროორგანიზმებისთვის კანის ღრმა შრეებში შესაღწევი კარიბჭე იღება.
ბიოქიმიური მიზეზებია:
- ცილოვანი და ამინომჟავური ცვლის დარღვევა, ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის დაქვეითება, A და E ვიტამინების უკმარისობა;
- ენდოკრინოპათიები: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებანი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა ჰორმონალური დარღვევები.
ნახეთქები შესაძლოა ისეთი დაავადებების გამოვლინებაც იყოს, როგორებიც არის სოკოვანი ინფექცია, ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და რიგი დერმატოლოგიური დაავადება.