ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი ეს წამალი მშრალსა და სველ ხველას უსწრაფესად მოგაშორებთ!

ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი ეს წამალი მშრალსა და სველ ხველას უსწრაფესად მოგაშორებთ!
ზაფხული დასრულდა, ნელ-ნელა აცივდა და უამრავი თბილი ტანსაცმელი უნდა ჩაიცვა, ავად რომ არ გახდე. თუ გაცივებისგან თავის დაცვა ასეა თუ ისე შესაძლებელია, ვირუსულ დაავადებებს ვერ აირიდებ, რადგან ყოველდღიურად გიწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და ადამიანებთან კონტაქტი.



სეზონური დაავადებების თავიდან ასარიდებლად, fpaparazzi-ს რედაქციას თქვენთვის ეფექტური ხალხური საშუალების რეცეპტი აქვს, რომელიც სწრაფად მოგაცილებთ ხველას და ფეხზე დაგაყენებთ. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან მას შეუცვლელი სამკურნალო თვისებები გააჩნია.



დაგჭირდებათ:

  • 1 ლ ცხიმიანი შინაური რძე
  • 1 მცირე ხახვი
  • 1 ს.კ. კარაქი
  • 1 მწიკვი სოდა
  • 1-2 ს.კ. კონიაკი




მომზადება:

  1. გაფცქვენით ხახვი და დაჭერით 4 ნაწილად.

  2. აადუღეთ რძე, დაამატეთ ხახვი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში.



  3. მოხსენით ქვაბი და ცოტათი გააცივეთ. შემდეგ დაამატეთ კარაქი, სოდა და კონიაკი.




მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, რეკომენდებულია სასმელის ცხლად დალევა, ძლის წინ, მაგრამ გაითვალისწინეთ, მას საკმაოდ უჩვეულო გემო აქვს. მაგრამ თუ გსურთ, მალევე ჩადგეთ ფორმაში, თავს ძალა უნდა დაატანოთ.



თუ საშუალებას ბავშვებისთვის ამზადებთ, კონიაკის დამატება საჭირო არ არის. ასეთისასმელი მართლაც ეფექტურად უმკლავდება ხველის ყველა სახეობას, დარწმუნდით ამაში თავად და იყავით ჯანმრთელი!