ასე გვკურნავდა დედა: 2 სუპერეფექტური ნატურალური საშუალება ხველის წინააღმდეგ

ასე გვკურნავდა დედა: 2 სუპერეფექტური ნატურალური საშუალება ხველის წინააღმდეგ
მცდარია მოსაზრება, თითქოს ხველა სეზონური შეიძლება იყოს. ორგანიზმის დამცავი ფუნქციების დაქვეითებისას ვირუსული ინფექცია შეიძლება ზაფხულშიც შეგეყაროს. ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, როგორ შევამსუბუქოთ გაცივების სიმპტომები. ნებისმიერ მაცივარში მოიპოვება ხველის წამლის კომპონენტები.

ჩვენ აღმოვაჩინეთ ბებიების რეცეპტები, რომლებიც ბრონხიტის სიმპტომების გამოვლინებას შეამცირებს და სწრაფად გამოდევნის სისველეს ფილტვებიდან.


ხველის საწინააღმდეგო ღამის წამალი


უნივერსალური ნარევი დაეხმარება დიდებსაც და პატარებსაც. უმჯობესია, კომპონენტები შინაური იყოს, განსაკუთრებით მაღაზიის კვერცხი არ არის რეკომენდებული.

ინგრედიენტები
  • 250 მლ რძე
  • 1 ს.კ. კარაქი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 0,25 ჩ.კ. სოდა
  • 1 კვერცხის გული


მომზადება

  1. აადუღეთ რძე და გააცივეთ დაახლოებით 70 გრადუსამდე.
  2. თავიდან დაამატეთ თაფლი და კარაქი, კარგად მოურიეთ, შემდეგ დაამატეთ სოდა, კვერცხის გული და კვლავ მოურიეთ.


მიიღეთ ეს საშუალება ძილის წინ 5 დღის განმავლობაში. შვებას უკვე მეორე დღესვე იგრძნობთ და გათავისუფლდებით მშრალი ხველისგან კომპონენტების დამარბილებელი ეფექტის წყალობით.

ამოსახველებელი ხალხური საშუალება


როდესაც მშრალი ხველა სველში გადაიზარდა, ფილტვები დაგროვებული ლორწოსგან უნდა გავათავისუფლოთ. ამაში შინაური მიქსტურა დაგვეხმარება.

შეურიეთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2 ს.კ. ლიმონის წვენი, ა ს.კ. თაფლი და 2 ს.კ. სუფთა წყალი. მიიღეთ დღეში 2-ჯერ ჭამამდე.