ფილტვების დაავადებების სამკურნალო რეცეპტი, რომლითაც ჩვენი ბებიები სარგებლობდნენ.

ფილტვების დაავადებების სამკურნალო რეცეპტი, რომლითაც ჩვენი ბებიები სარგებლობდნენ.
უამრავ ადამიანს აწუხებს სასუნთქი გზების დაავადებები. მათგან ყველაზე გავრცელებულია ასთმა, ბრონქიტი და ხველის სხვადასხვა სახეობა.

ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციები, ალერგია ან მოწევა. ჯერ კიდევ ჩვენი ბებიებისთვის იყო ცნობილი წამლის შესახებ, რომელსაც შეუძლია გაგვათავისუფლოს ამ უსიამოვნებისგან.

ფილტვების დაავადებების წამალი

ინგრედიენტები:
  • ½ წითელი ხახვი
  • ½ კგ შაქარი
  • 2 ლიმონი
  • 1,5 ლიტრი წყალი
  • 7 ს.კ. ნატურალური თაფლი

მომზადება:

  1. გააცხელეთ შაქარი ლითონის ქვაბში ნელ ცეცხლზე, თან მოურიეთ.
  2. წვრილად დაჭერით ხახვი და დაამატეთ შაქარში, ცოტა ხნის შემდეგ კი წყალი.
  3. ადუღეთ ნარევი, სანამ წყლის მესამედი არ აორთქლდება.
  4. გააცივეთ ნარევი, შემდეგ დაამატეთ თაფლი და ლიმონის წვენი. კარგად მოურიეთ.
  5. დააყენეთ მთელი ღამით, შემდეგ დაწურეთ და გადაასხით შუშის ქილაში.

გამოყენება:

მიიღეთ ყოველი ჭამის წინ 1 ს.კ წამალი, სრულ გამოჯანმრთელებამდე.

თუ ფილტვების დაავადებები თქვენთვის კარგად ნაცნობია, მიიღეთ ეს წამალი. მას არავითარი უკუჩვენება არ გააჩნია, რადგან შემადგენლობაში მხოლო ნატურალური ინგრედიენტებია.