ისინი ამ კერძისთვის შეიქმნა! ბულგარული წიწაკა საუზმეზე, სადილად და ვახშამზე!

ისინი ამ კერძისთვის შეიქმნა! ბულგარული წიწაკა საუზმეზე, სადილად და ვახშამზე!
ერთ დროს, ბულგარულ წიწაკას ოქროს ფასი ედო. ფეოდალიზმის დროს ბულგარული წიწაკით იხდიდნენ ჯარიმებს, აძლევდნენ ქრთამს, ჩუქნიდნენ მდიდარ ადამიანებს. ის ჩვენთან ბულგარეთიდან მოხვდა, ამიტომაც ვუწოდებთ ბულგარულ წიწაკას. Fpaparazzi-ს რედაქცია დღეს წარმოგიდგენთ ბულგარული წიწაკის მომზადების წესის შესახებ, რომელსაც თამამად შეიძლება ბულგარული სამზარეულოს სიამაყე ეწოდოს.

ინგრედიენტები:


  • 1 კგ ბულგარული წიწაკა
  • 0,5 კგ ყველი ბრინზა
  • 25 გრ ოხრახუში
  • 15 გრ პიტნა
  • 50 მლ ზეთი
  • პილპილი, მარილი - გემოვნებით


მომზადება:

  1. დააწყვეთ ბულგარული წიწაკა საცხობ ფორმაზე, მოასხით ზეთი, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, სანამ არ დარბილდება და ყავისფერ ქერქს არ დაიდებს გვერდებზე.
  2. შემდეგ ცოტა ხნით მოათავსეთ პარკში, ნესტი რომ აიღოს. შემდეგ გაფცქვენით გაცივებული წიწაკა, მოაცილეთ თესლი და გაჭერით ყოველი შუაზე.
  3. დაჭერით მწვანილი და შეურიეთ ბრინზას. დაამატეთ მარილი, პილპილი, ზეთი და კარგად დაჭყლიტეთ ჩანგლით. შიგთავსი მზადაა!
  4. წაუსვით შიგთავსი წიწაკას და დაახვიეთ მცირე რულეტები. საჭიროებისამებრ, დასაფიქსირებლად გამოიყენეთ კბილის ჩხირები.


გემრიელად მიირთვით!