მადისაღმძვრელი რულეტები ბულგარული წიწაკისგან: უჩვეულო, გემრიელი და არომატული...
ბულგარული წიწაკის რულეტები ლორითა და ყველით - ულამაზესი და უგემრიელესი კერძია სადღესასწაულოდ. მაგრამ სურვილისამებრ, მას ჩვეულებრივ ვახშამზეც მოამზადებთ. ცოტა მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ შედეგი ამად ღირს. კერძი უფრო საინტერესო გახდება, თუ სხვადასხვა ფერის წიწაკას აირჩევთ.
ინგრედიენტები:
მომზადება:
ინგრედიენტები:
- 4 ცალი ბულგარული წიწაკა
- 80 გრ ლორი
- 100 გრ მაგარი ყველი
- რეჰანი გემოვნებით
- შავი პილპილი
- 200 გრ მოცარელა
- 2 ცალი კვერცხი
- მარილი, ზეითუნის ზეთი გემოვნებით
- 2 ს.კ. საფანელი
მომზადება:
- წაუსვით ზეთი ბულგარულ წიწაკას და გამოაცხვეთ ღუმელში 15-20 წუთით 180 გრადუსზე.
- გააცივეთ, გაფცქვენით, ფრთხილად გაჭერით.
- მოათავსეთ გაჭრილ წიწაკაზე მაგარი ყველისა და ლორის ნაჭერი, კუბებად დაჭრილი მოცარელა და მოხარშული კვერცხი, დაჭრილი რეჰანი. მოაყარეთ საფანელი.
- დაახვიეთ რულეტებად, მოატარეთ მარილი, პილპილი, საფანელი, მოასხით ზეთი და კიდევ 10 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე.