არტერიული წნევის მომატების მიზეზები ბავშვებსა და მოზარდებში
საქართველოში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება ჩამოყალიბებული ჰიპერტონიული დაავადება, თუმცა ამ კონტინგენტში ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ბავშვთა და მოზარდთა მასობრივმა გამოკვლევამ გამოავლინა ტრანზისტორული (გარდამავალი) არტერიული წნევის - ჰიპერტონიისწინარე მდგომარეობის - მქონე კონტინგენტი. საჭიროა, ასეთი ბავშვები და მოზარდები აყვანილ იქნენ აღრიცხვაზე ხანგრძლივი დაკვირვებისთვის და სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ჩასატარებლად.
არსებობს რისკფაქტორთა წყება, რომლებმაც ბოლო ხანს მოიცვა ახალგაზრდებიც და ბავშვებიც. ამას დღევანდელმა სოციალურ - ეკონომიკურმა ვითარებამაც შეუწყო ხელი.
რისკფაქტორები შეიძლება ასე დავაჯგუფოთ:
წნევის მომატება ასევე შეიძლება გამოწვიოს ზოგიერთმა დაავადებამ:
არსებობს რისკფაქტორთა წყება, რომლებმაც ბოლო ხანს მოიცვა ახალგაზრდებიც და ბავშვებიც. ამას დღევანდელმა სოციალურ - ეკონომიკურმა ვითარებამაც შეუწყო ხელი.
რისკფაქტორები შეიძლება ასე დავაჯგუფოთ:
- გენეტიკური - ოჯახის წევრებს, უახლოეს ნათესავებს (დედ -მამას, ბებია - ბაბუას ) აქვთ ჰიპერტონიული დაავადება;
- ალიმენტარული (კვებითი) - არასრულფასოვანი, ურეჟიმო კვება;
- ჭარბი წონა;
- მცირე მასით დაბადება;
- ხანგრძლივი ფსიქოსომატური გადაძაბვა და სტრესი ( ამ უკანასკნელი ეგზოგენურ ფაქტორებს შორის ერთ - ერთი საკვანძო ადგილი უჭირავთ );
- მავნე ჩვევები - ნიკოტინი, ნარკოტიკები, ალკოჰოლი. მოზარდ თაბაში მათი მოხმარება ძალიან არის გახშირებული;
- ცხოვრების არაჯანსაღი სტილი - უმოძრაობა, ჰიპოდინამია, კომპიუტერთან ხანგრძლივად ჯდომა მოზარდი თაობის ცხოვრების წესად იქცა.
წნევის მომატება ასევე შეიძლება გამოწვიოს ზოგიერთმა დაავადებამ:
- თირკმლისა და მაგისტრალური სისხლძარღვების დაავადებებმა - აორტის კოარტაციამ, აორტის სარქვლის ნაკლოვანებამ, წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტმა, სრულმა ასტრიოვენტრიკულურმა ბლოკადამ - წინაგულ - პარკუჭოვანი გამტარობის დარღვევამ;
- ენდოკრინულმა დარღვევამ - ტვინის დამანატების, სასქესო, ფარისებრი ჯირკვლების დაავადებებმა, შაქრიანმა დიაბეტმა;
- ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებამ - სიმსივნემ, ტრავმამ, ენცეფალიტმა, პოლიემიელიტმა, პუბერტატული პერიოდის ჰორმონულმა კრიზმა;
- მეტაბოლურმა დარღვევებმა - ჰიპერკალციემიამ;
- მედიკამენტებმა - ვიტამინის - ზედოზირებამ, ჰორმონულმა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა;
- ტყვიის ოქსიდით, წყალში ხსნადი ბარიუმით, ქლოროფილით მოწამვლამ;
- იშვიათმა დაავადებებმა და სინდრომებმა.