რომელი დაავადებები იწვევს ჭარბ ოფლიანობას (ჰიპერჰიდროზს)
ჭარბ ოფლიანობას (ჰიპერჰიდროზს) სხვადასხვა მიზეზი იწვევს. ზოგ შემთხვევაში ის დაავადების სიმპტომია, ზოგ შემთხვევაში - ორგანიზმის რეაქცია განსაზღვრული ფაქტორების ზემოქმედებაზე. თითქმის ყოველ ჩვენგანს გამოუცდია შიშის დროს ხელისგულების არასასიამოვნო სისველე ან ოფლის წვეთები იღლიაში. ეს ნორმალური მოვლენაა, უფრო სწორად, ჯანმრთელი ადამიანის ფიზიოლოგიური რეაქციაა ემოციურ სტრესზე. აქვე დავძენთ - ნორმალური მოვლენაა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამგვარი ოფლიანობა ეპიზოდურია - მღელვარებისას იწყება და მალევე გაივლის.
ადამიანის ნერვული სისტემა ემოციებზე გულისცემის გახშირებით, არტერიული წნევის, კუნთების ტონუსის მომატებით პასუხობს, უკიდურესი დაძაბულობისას კი საოფლე ჯირკვლებიც რეაგირებენ და ოფლის ინტენსიურ გამოყოფას იწყებენ. ამ მდგომარეობას მედიკოსები დაავადებად არ მიიჩნევენ.
როდესაც გამომწვევ მიზეზებზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს ზოგადი და ლოკალური ჰიპერჰიდროზი. ამაზე ზემოთ დაწვრილებით ვისაუბრეთ, ახლა მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ზოგადი ჰიპერჰიდროზის დროს ოფლით მთელი სხეული იფარება, ლოკალურის შემთხვევაში კი ოფლიანდება უპირატესად ხელისგულები, ფეხისგულები, იღლიები, საზარდულის არე, სახე. შესაძლოა, ოფლიანობა მითითებულთაგან მხოლოდ ერთ ადგილას აღინიშნებოდეს, თუმცა ხშირია ოფლის ჭარბი გამოყოფა ერთდროულად 2 - 3 არეში.
ჰიპერჰიდროზის შემთხვევათა დიდი ნაწილი ლოკალურია. მისი მიზეზი დღემდე არ არის დადგენილი, რის გამოც ჭარბი ოფლიანობის ამ სახეს ლოკალურ ესენციურ ჰიპერჰიდროზს უწოდებენ. მათ, ვისაც ესენციური ლოკალური ჰიპერჰიდროზი აქვს, ოფლის გამოყოფა შეიძლება ოფლზე ფიქრის დროსაც კი დაეწყოთ. მაგალითად, საკმარისია, გულში გაივლონ, რომ ვინმეს ხელი უნდა ჩამოართვან, ხელისგული უმალვე ეცვარებათ. ოფლის პირველი წვეთების გაჩენა შიშს იწვევს, რაც მის გამოყოფას კიდევ უფრო აძლიერებს. ასე წარმოიქმნება მანკიერი წრე, რომლის დარღვევაც პაციენტებს დამოუკიდებლად ძალიან უჭირთ. ისეთი თითქოსდა მარტივი პრობლემა, როგორიც ჰიპერჰიდროზია, საბოლოოდ ნევროზისა და დეპრესიის მიზეზადაც კი შეიძლება იქცეს.
ზოგადი ანუ გენერალიზებული ოფლიანობა შესაძლოა დაავადებათა მთელ წყებას უკავშირდებოდეს. ამ დროს, ლოკალური ჰიპერჰიდროზისგან განსხვავებით, როგორც მოგახსენეთ, ოფლით მთელი სხეული იფარება. მიზეზთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია - ენდოკრინული დარღვევები, ინფექციური დაავადებები, სიმსივნეები, ნერვული სისტემის პათოლოგია, მედიკამენტები, ინტოქსიკაცია, ფსიქოგენური ფაქტორები. თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეული ამ ზოგადი სახელწოდების მიღმა რამდენიმე დაავადება დგას, მიზეზთა საკმაო ვრცელ ნუსხას მივიღებთ.
ალბათ ბევრს გაუჩნდა კითხვა: როგორ უნდა დავადგინოთ ამ მრავალ დაავადებათა შორის კონკრეტულად რომელია გენერალიზებული ოფლიანობის მიზეზი? მიზეზის დადგენა ექიმის პრეროგატივაა. მოგეხსენებათ, ყველა დაავადებას მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. მრავალი მათგანი პაციენტისთვის შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს, მაგრამ ექიმი აუცილებლად შემაჩნევს. არცთუ იშვიათად დაავადებას ამა თუ იმ ნიშანს პაციენტიც გრძნობს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს, ოფლიანობას კი შეუძლებელია ყურადღება არ მიაქციოთ. ამიტომ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჩივილის შემთხვევაში, გენერალიზებული ოფლოანობის დროსაც ექიმს ერთხელ მაინც უნდა მივმართოთ კონსულტაციისთვის. ეს მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჰიპერჰიდროზის მიზეზი ხშირად ისეთი დაავადებაა, რომლის წარმატებული მკურნალობისთვისაც დროს ერთ - ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
გენერალიზებული ჰიპერჰიდროზის ყველაზე ხშირი მიზეზია:

- ინფექცია;
- ენდოკრინული დარღვევები (ჰიპერთირეოიდიზმი; ჰიპერპიტუიტარიზმი, დიაბეტი, მენოპაუზა, ორსულობა, ფეიქომოციტომა, კარცინოიდული სინდრომი, აკრომეგალია);
- ნევროლოგიური მოშლილობები (პარკისონიზმი);
- ავთვისებიანი წარმონაქმნები (მიელოპროლიფერაციული მდგომარეობა, ჰოჯკინის დაავადება);
- სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ანტიდეპრესანტები);
- ინტოქსიკაცია;
- მოხსნის სინდრომი ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის შემთხვევაში.