კლეოპატრას სილამაზის რეცეპტები, რომლებიც დღემდე აქტუალურია
მიუხედავად იმისა, რომ კლეოპატრას შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაციაა შემორჩენილი, დანამდვილებითაა ცნობილი, თუ რომელ კოსმეტიკურ საშუალებებს ხმარობდა იგი სილამაზის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ეს რეცეპტები დღემდე აქტუალურია.
აი, ისინიც:
კლეოპატრას აბაზანა
ყველაზე მნიშვნელოვანი კლეოპატრას კოსმეტიკაში რძის აბაზანები იყო. ეს პროცედურა ასე გამოიყურება: 100 - 200 გრ თაფლი გახსენით 1 ლიტრ ცხელ რძეში, მაგრამ აუდუღებელ რძეში. ჩაასხით მიღებული სითხე სავსე აბაზანაში. აბაზანის ტემპერატურა სხეულის ტემპტერატურის ტოლი უნდა იყოს, ე.ი. 36 - 37 გრადუსი. აბაზანა უნდა მიიღოთ 10 -15 წთ - ის განმავლობაში. თანამედროვე კლეოპატრები ზოგჯერ რძეს რძის ფხვნილით ცვლიან - ერთ აბაზანაზე 1 - 2 კგ. ეფექტის გასაძლიერებლად აბაზანის შემდეგ 300 გრ ზღვის მარილს ხსნიან ნახევარ ფინჯან სქელ ნაღებში და იზელენ კანზე.
რძის აბაზანა ხელებზეც შეგიძლიათ მიიღოთ.
კლეოპატრას ნიღბები
თაფლისა და რძის ნიღაბი:
თიხის ნიღაბი:
ხელის დასარბილებელი ნაყენი
აადუღეთ წყალი და მოხარშეთ გვირილა. გააჩერეთ 9 სააათი, გაწურეთ. 1 ჩ/კ გვირილას ნაყენი კარგად შეურიეთ თაფლსა და კარაქს, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
წაისვით სუფთა ხელებზე და ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები. 15 - 20 წუთის შემდეგ ხელებზე გადაივლეთ თბილი წყალი, გაიმშრალეთ კარგად და წაისვით მკვებავი კრემი.

- შეურიეთ ერთმანეთს ერთნაირი რაოდენობის რძე და თაფლი.
- დაიდეთ სახეზე ნახევარი საათით.
- ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ასეთი ნიღაბი იდეალურია ნებისმიერი ასაკისა და ტიპის კანისთვის, თუ არ არის თაფლზე ალერგია.
თიხის ნიღაბი:
- შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის თიხა, თაფლი, არაჟანი და ლიმონის წვენი.
- დაიდეთ სახეზე 20 წუთით.
- ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით. თეთრი თიხა და ლიმონი კარგად ათეთრებს კანს, თაფლი კი კვებავს სასარგებლო ელემენტებით.