გამოიყენეთ ეს ხალხური საშუალებები და დაემშვიდობეთ მუწუკებს და ფერისმჭამელებს!
თუ ფერისმჭამელები და მუწუკები გაწუხებთ - პირველ რიგში უნდა მოაწესრიგოთ კვება: უნდა მიიღოთ, რაც შეიძლება, მეტი ხილის და ბოსტნეულის წვენი, ხილი, კაკალი, ნიგოზი, თაფლი, რძის პროდუქტები, ფაფები, მოხარშული ხორცი. უარი უნდა თქვათ შოკოლადზე, შაქარზე, ნამცხვარზე, კანფეტებზე, ცხარე და შემწვარ კერძებზე.
ხალხური რეცეპტები ფერისმჭამელების და მუწუკების მოსაშორებლად:
ხალხური რეცეპტები ფერისმჭამელების და მუწუკების მოსაშორებლად:
- აიღეთ ოროვანდის ფოთოლი და ფესვი - 100 გრ, არყის ხის კვირტი - 100 გრ, დაასხით 5 ლ. მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 სთ, გაწურეთ, ჩაასხით აბაზანაში. აბაზანის ტემპერატურა 36 - 37 გრადუსი. აბაზანა მიიღეთ დღეგამოშვებით ფერისმჭამელების დროს, ხანგრძლივობა 15 - 20 წთ.
- 3 ს/კ დაქუცმაცებულ კიტრს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 - 3 სთ. გაწურეთ, დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი და მოურიეთ გაზავებამდე. ამ ნარევით გაიწმინდეთ სახე პირის დაბანის შემდეგ, 30 - 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
- 1ს/კ გვირილას ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. 50 მლ თბილ ნაყენს შეურიეთ 2 ს/კ თაფლი. გამოიყენეთ ნიღბის სახით. ნარევი წაისვით სახეზე ფერისმჭამელების გამონაყარის დროს და ჩამოიბანეთ ცივი წყლით 25 წუთის შემდეგ.
- აიღეთ თაფლი - 1 ჩ/კ, გულყვითელას სპირტზე ნაყენი - 1 ჩ/კ. აურიეთ, შეავსეთ 1 ჩ/ჭ - მდე ადუღებული წყლით. გამოიყენეთ საფენების სახით.
- აიღეთ უმი კარტოფილის წვენი - 100 მლ, თაფლი - 1 ჩ/კ ყოველდღე, 2 კვირის განმავლობაში ეს ნარევი წაისვით სახეზე. 20 - 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
- ფერისმჭამელების გამონაყარის მკურნალობისთვის ერთ - ერთი საუკეთესო საშუალებაა თეთრი შროშანის ფურცლების სპირტზე ნაყენი: ბოთლში მოათავსეთ თეთრი შროშანის ფურცლები, დაასხით არაყი, ან გაზავებული სპირტი. გააჩერეთ 2 კვირის განმავლობაში. გაიწმინდეთ კანი ძილის წინ.