როგორ მოვიშოროთ ფეხის ოფლიანობა აბაზანებით 10 დღეში
ფეხის ტერფის ოფლიანობა და არასასიამოვნო სუნი გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით მამაკაცებში. ის ვინც სპორტით არის დაკავებული განსაკუთრებულად მართებთ ყურადღება მიაქციონ სხეულის ჰიგიენას. არსებობს ბევრი სხვადასხვა რეცეპტი ამ პრობლების გადასაჭერად, სხვადასხვა მალამოები და წამლები, ზოგი მეტნაკლებად არის ეფექტური, ზოგიც საერთოდ ვერ ჭრის მოცემულ პრობლემას. ამ ინსტრუქციაში მოცემულია ხალხური მეთოდი, რომელის სწორი შესრულების შედეგად მაქსილურია შანსი ფეხის ოფლიანობის დამარცხების.
თუ ფეხები გიოფლიანდებათ გაიკეთეთ Fpaparazzi რეადქციის მიერ შემოთავაზებული აბაზანები:
თუ ფეხები გიოფლიანდებათ გაიკეთეთ Fpaparazzi რეადქციის მიერ შემოთავაზებული აბაზანები:
- აიღეთ მუხის ქერქი(გამხმარი) დაფხვენით,დაასხით წყალი ( ერთ წილ ქერქზე ,ათი წილი წყალი). მუხის ქერქი ხარშეთ თხუტმეტი წუთის განმავლობაში.ერთ ლიტრა ნახარშზე დაამატეთ, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ათი გრამი არაყი.
ათი დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს ფეხებზე გაიკეთეთ მიღებული ნახარშის აბაზანები.
ნახარშის ტემპერატურა უნდა იყოს 30 გრადუსი.აბაზანის ხანგრძლივობა უნდ იყოს ოცი-ოცდახუთი წუთი. - კარგ ეფექტს იძლევა ძმრიანი აბაზანებიც.აბაზანისათვის განკუთვნილი წყალი უნდა მოვამზადოთ ისე,რომ 5 ლიტრ წყალში გახსნილი იყოს ერთი ჩაის ჭიქა ღვინის ძმარი.
აბაზანის ტემპერატურა უნდა იყოს 35 გრადუსი.აბაზანის ხანგრძლივობა თხუთმეტი-ოცი წუთი. - შეგიძლიათ გაიკეთოთ წყალბადის ზეჟანგის აბაზანებიც.ერთ ლიტრ წყალში,უნდა გავხსნათ ერთი სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი.
აბაზანის ტემპერატურა უნდა იყოს 30-35 გრადუსი, აბაზანის ხანგრძლივობა თხუთმეტი-ოცი წუთი.
- აბაზანები სასურველია გაიკეთოთ ყოველდღე ან დღეგამოშვებით მაინც. შეგიძლიათ სისტემატიურად გაიკეთოთ ერთი და იგივე აბაზანა,ან ყველა ზემოთჩამოთვლილი აბაზანები მონაცვლეობით.
- აბაზანის შემდეგ ფეხები კარგად შეიმშრალეთ, წინდების ჩაცმის წინ თითებს შორის მიიფქვიეთ ცოტაოდენი კარტოფილის ფქვილი,ან ტალკი.