კლეოპატრას, ჟოზეფინას და დედოფალი იზაბელას სილამაზის საიდუმლო რეცეპტები
გაახალგაზრდავება მდიდარსაც აინტერესებს, და შეჭირვებულსაც - კლეოპატრა, ჟოზეფინა, დიანა დე პუატიე, მარკიზა დე პომპადური, მერლინ მონრო - ყველა ეს ქალი გაახალგაზრდავების საკუთარ საიდუმლოს ინახავდა და ისტორიამ ამ ელექსირების ამბავი შემოინახა:
კლეოპატრამ სახის ემულსია თვითონ შექმნა. ერთმანეთში თაფლს, ალოეს და ვერცხლის ჭურჭელში შენახულ წყალს ურევდა. ხელებს რძის აბაზანით ანებივრებდა, თმას ახალდადებული სამი კვერცხის გულით იკვებავდა. ამის შემდეგ კლეოპატრა ძირკაკვას ძირების, სვიის ნაყოფისა და ჭინჭრის ნაყენს გადაივლებდა. როცა ცნობილ რძის აბაზანას მიიღებდა, დედოფალი მისეული სკრაბით სარგებლობდა: 300 გრ ზღვის მარილი ნახევარ ჭიქა ნაღებში ირეოდა და 10 წუთის მანძილზე შეუზელდნენ კანში, შემდეგ თბილი წყლით ჩამობანდნენ.
ესპანეთის დედოფალი იზაბელა მშვენიერი თმით გამოირჩეოდა, შესანიშნავი კანით, თვალების ბრწყინვალებითა და ხანგრძლივი ახალგაზრდობით. ბუნების საჩუქარს იზაბელა ბუნებრივი საშუალებებითვე იცავდა: ნიღბებს მინდვრის ყვავილებისგან იკეთებდა (გვირილა, როზმარინი, ვარდისა და ზამბახის ფურცლები, რომელსაც სპირტზე აყენებდნენ ). სოლიდურ ასაკშიც კი ახალგაფურჩქნულის გარეგნობა ჰქონდა.
მშვენიერი შახერეზადა კრებსითი სახე უფროა, მაგრამ 1001 ზღაპრის გარდა, სილამაზის უამრავ რეცეპტს მიაწერენ. თმას დედოფალი ხნისა და ბასმის ნარევით იღებავდა, მერე ხილის წვენს გადაივლებდა. კბილებს სქელი, ნატურალური იოგურტით ითეთრებდა. კანზე დაბანამდე თაფლს ისვამდა, რომელშიც დაფქვილი თხილი და მცენარეული ზეთი ერია. ჭარბ თმას კი შაქრის სიროფისგან დამზადებული ბურთულით იშორებდა, რომელიც ოქროსფრამდე დუღდებოდა და ლიმონის წვენს ერეოდა.