უძველესი სამკურნალო საშუალება, ექიმბაშები ამ რეცეპტით კუჭის წყლულს მკურნალობდნენ!

უძველესი სამკურნალო საშუალება, ექიმბაშები ამ რეცეპტით კუჭის წყლულს  მკურნალობდნენ!
ექიმბაშები უძველესი დროიდან ფიქრობდნენ, რომ წყლულოვანი დაავადების ერთ - ერთი მიზეზია ნერვული დაძაბულობა და ნერვული სისტემის გადატვირთვა. ამიტომ, პირველ რიგში, ისინი დამამშვიდებელ საშუალებებს მიმართავენ ( კატაბალახას ფესვი, კიტრისუნა, ბარამბო, სვიის გირჩი, შავბალახა და სხვა.). მხოლოდ იმის შემდეგ, რაც სული მშვიდდება, ექიმბაშები წყლულის მკურნალობას ამ რეცეპტით შეუდგებოდნენ ხოლმე:

დაგჭირდებათ:
  • ბებერა სოკო - 3 ჩ/ჭ
  • ფარსმანდუკი - 50 გრ
  • არყის ხის კვირტი - 50 გრ
  • ასკილი - 5 გრ
  • აბზინდა - 5 გრ
  • ალოეს წვენი - 200 გრ
  • კონიაკი - 250 გრ
  • თაფლი - 400 გრ

მომზადების და გამოყენების წესი:
აიღეთ დაქუცმაცებული ბებერა სოკო, ფარსმანდუკი, არყის ხის კვირტი, ასკილი, აბზინდა. დაასხით 3,5 ლ ცივი წყალი. ხარშეთ 2 საათი დაბალ ცეცხლზე დახურულ ჭურჭელში. შემდეგ ერთი დღე - ღამით დადგით თბილ ადგილას. გაწურეთ, დაამატეთ ალოეს წვენი, კონიაკი და თაფლი. დააყენეთ 4 დღე - ღამე, ყოველდღე მოურიეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში ჭამამდე. განკურნებისთვის ზოგჯერ ნახევარლიტრიანი ბოთლია საკმარისი. ეს საშუალება გამოიყენება ასევე გასტრიტის, ნაღველსადენი გზების დისკენეზიის დროს.
სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა