7 დღის განმავლობაში ამ არომატულ სასმელს ვიღებდი. ეს წონის დაკლების ყველაზე გემრიელი გზაა

7 დღის განმავლობაში ამ არომატულ სასმელს ვიღებდი. ეს წონის დაკლების ყველაზე გემრიელი გზაა
ვისცელარული ცხიმის წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ რთულია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს ჭარბი წონა არ აწუხებს, სავსებით შესაძლებელია ის წელისა და მუცლის არეში ცხიმოვანი ფენების დაგროვებისგან იტანჯებოდეს. როგორც წესი, სხვადასხვა მკაცრი დიეტების დაცვა მხოლოდ დროებით შედეგს გვაძლევს. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მკაცრი შეზღუდვებისა და აკრძალვების შედეგად მოშორებული ცხიმი უკან ბუმერანგის პრინციპით გვიბრუნდება.



როგორ ვებრძოლოთ პრობლემას? პირველ რიგში, აუცილებელია სწორ კვებაზე გადასვლა. მართალია, ცხოვრების თანამედროვე სტილიდან გამომდინარე რეჟიმში კვება დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული, თუმცა კვების რაციონის მცენარეული საკვებით გამდიდრება საკმარისია ამ უსიამოვნო მოვლენის გადასაჭრელად. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს ან საერთოდ გამორიცხოს კვების მენიუდან ცომეული, ტკბილეული, ალკოჰოლი, გაზირებული უალკოჰოლო სასმელები, ფასტ-ფუდი და ა.შ. გარდა სასურველი ფიგურის მოპოვებისა, ასე თქვენ მოახერხებთ მთელი ორგანიზმის გაჯანსაღებას.

თუ თქვენ ამ რეკომენდაციების გათვალისწინების პარალელურად სპეციალურ სასმელს მიიღებთ, გასაოცარი შედეგი ხანმოკლე დროში თვალსაჩინო იქნება. ყოველთვის გახსოვდეთ, საჭირო მონდომების შემთხვევაში წონის დაკლება და ცხიმოვანი ფენების მოშორება ნამდვილად არ წარმოადგენს დიდ სირთულეს.

ცხიმმწველი სასმელი საოცარი ეფექტით



ინგრედიენტები:

  • 1 კიტრი;
  • ნიახური - 1 ღერო;
  • ანანასი - 3 საშუალო ზომის ნაჭერი;
  • ოხრახუშის დაქუცმაცებული ფოთლები - 1 ჭიქა.

ინსტრუქცია:

  1. მას შემდეგ, რაც თითოეულ ინგრედიენტს კარგად გარეცხავთ და დააქუცმაცებთ, მოათავსეთ ისინი ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

  2. განსხვავებით სხვა ცხიმწველი კოქტეილებისგან და სასმელებისგან, მოცემული საშუალება არა მხოლოდ საოცრად ეფექტური, არამედ გემრიელი და არომატულია.

  3. მიირთვით ახლადმომზადებული სასმელი დილით, უზომზე. ინგრედიენტების მოცემული რაოდენობა გათვლილია 1 ულუფაზე. არ არის რეკომენდირებული მოცემული საშუალების წინასწარ მომზადება, მომარაგება, რადგან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მასში შემავალი სასარგებლო საკვები ნივთიერებები იკარგება.

  4. კურსის ხანგრძლივობა - 1 კვირა. ერთი კურსის დასრულების შემდეგ აუცილებელია მინიმუმ 1 თვიანი შესვენების გაკეთება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!