ამ ხალხური რეცეპტის დახმარებით თქვენ კლიმაქსის პერიოდს მარტივად გაუმკლავდებით

ამ ხალხური რეცეპტის დახმარებით თქვენ კლიმაქსის პერიოდს მარტივად გაუმკლავდებით
ბევრი ქალისთვის კლიმაქსი მართლაც რთული პერიოდია. მეც მაწუხებდა ალები, ოფლიანობა, წნევა ხშირად თამაშობდა, დამერღვა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა. ზოგჯერ ტემპერატურაც კი მემატებოდა. ექიმების მიერ გამოწერილი აბები არ მშველოდა. ერთმა ნაცნობმა გინეკოლოგმა მასწვალა ასეთი რეცეპტი:

ინგრედიენტები:

  • ლიმონი
  • შავი ბოლოკი
  • ჭარხალი
  • თაფლი
  • არაყი

მომზადების დ აგამოყენების წესი:

შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ლიმონი, შავი ბოლოკის და ჭარხლის წვენი, თაფლი და არაყი. ერთი კურსის ჩასატარებლად დაგჭირდებათ თითო ჭიქა ეს კომპონენტი. მზა ნარევი შეინახეთ მაცივარში და მიიღეთ 3 თვის განმავლობაში ყოველდღიურად, დილა- საღამოს, თითო სუფრის კოვზი, არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ სმა.
სამი თვის შემდეგ ალეი აღარ შეგაწუხებთ. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. დღეს მაინც ვაგრძელებ წელიწადში ერთხელ , პროფილაქტიკის მიზნით, ამ ნარევის მიღებას. ამის გაკეთება სჯობს გაზაფხულზე, როცა ორგანიზმს ვიტამინები აკლდება.

ექიმის კომენტარი:

მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტის თითოეული კომპონენტი მდიდარია სხვადასხვა ვიტამინით, მინერალითა და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებით, რომელიც ორგანიზმისთვის რთულ, კლიმასურ პერიოდში აუცილებელია. გაითვალისწინეთ, რომ უნდა დაიცვათ ნარევის შენახვის წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არა მხოლოდ დაკარგავს სამკურნალო თვისებებს, არამედ შეიძლება გავნოთ კიდეც.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი