ყაბზობის დროს აუცილებლად იმკურნალეთ ხალხური საშუალებებით და არა მედიკამენტებით!
ცნობილია, რომ კუჭის შეკრულობის (ყაბზობის ) დროს სხვადასხვა პრეპარატების გამოყენება იწვევს სულ უფრო და უფრო ძლიერი სასაქმებლის მიღების აუცილებლობას. ამის შემდეგ ყაბზობის განკურნება კი არ ხდება, არამედ ვითარდება ნაწლავთა ქრონიკული უმოქმედება. უმჯობესია, მიიღოთ ხალხური მედიცინის მიერ მოწოდებული სამკურნალო საშუალებები.
- კუჭის ნორმალური მოქმედებისათვის კარგია, თუ ყოველ დილით უზმოზე დალევთ 1 ჩაის ჭიქა ანადუღარ წყალს, რომელშიაც წინასწარ გახსენით 1 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთსა და 2 სუფის კოვზ მაწონს.
- უმი ისპანახის სახით ბუნებამ ადამიანი მოამარაგა შესანიშნავად ორგანული ნივთიერებით ნაწლავის ტრაქტის გასასუფთავებლად და ფუნქციის აღსადგენად. 2 ჩაის ჭიქა ისპანახის წვენის ყოველ დღე სამ ულუფად მიღება, შველის უმძიმესი ფორმის ყაბზობას რამდენიმე დღეში.
- შეკრულობის დროს ურჩევენ დილით უზმოზე მოხარშული ჭარხლის მიღებას 100 - 150 გრ რაოდენობით.
- 2 თავი (საშუალო სიდიდის ) ჭარხალი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, შეაზავეთ ნაყილი ნივრით, ქინძით, ზეთითა და მარილით. მიირთვით დღის განმავლობაში, კუჭის მოქმედება ნორმალური გექნებათ.
- 10 ცალი გარეცხილი შავი ქლიავის ჩირი, საღამოს ჩაყარეთ ჭიქაში, დაასხით 0,5 ჩაის ჭიქა თბილი წყალი. ყოველ დილით მიირთვით წვენთან ერთად. უხდება ქრონიკულ შეკრულობას.
- მწიფე შინდის მარცვლები გარეცხეთ, დაყარეთ საწურზე, რომ დაიწუროს და ცოტათი შეშრეს. შემდეგ გახეხეთ, შეურიეთ შაქრის ფხვნილი და შეინახეთ საზამთროდ ( 1 კგ შინდს დასჭირდება 1 კგ შაქრის ფხვნილი ). მიიღეთ სუფრის კოვზით 3 - ჯერ დღეში, შეგიძლიათ წყალში გაზავებულიც მიიღოთ.