ღამით ოფლიანობა აღარ შეგიქმნით დისკომფორტს თუ ამ საშუალებებს გამოიყენებთ.
ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი) თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან გავრცელებული პრობლემაა. მისი გამომწვევი მიზეზი მრავალი რამ შეიძლება იყოს, მათ შორის – ორგანული დაავადებები, თუმცა, არცთუ იშვიათად, ჭარბოფლიანობის მიზეზი ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო თემატიკა, ან, არც მეტი, არც ნაკლები, მემკვიდრეობითობაც კი შეიძლება იყოს. ასეა თუ ისე, ჭარბი ოფლი ადამიანის ცხოვრებას საკმაოდ ართულებს და უქმნის მნიშვნელოვან დისკომფორტს.
FPAPARAZZI - ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ რჩევას ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად:
FPAPARAZZI - ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ რჩევას ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად:
- ღამით ოფლიანობა აღარ გექნებათ, თუ სხეულს ვაშლის ძმრით დაიზელთ.
- 2 გრ კატაბალახას ფესვს, შეურიეთ 18 გრ სალბი და 2 გრ შვიტა. 1 სუფრის კოვზი ნარევი მოათავსეთ ემალის პატარა ქვაბში, დაახით ჭიქანახევარი მდუღარე წყალი, ქვაბს დაახურეთ სახურავი. როცა გაცივდება გაწურეთ ორფენა მარლაში. მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში ორჯერ, ყლუპებით.
- პაციენტებზე დაკვირვების შემდეგ, ნიუ - იორკელი ექიმი როკ პოზიტანო დარწმუნდა, რომ ფეხის ოფლიანობის და უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგოდ მარტივი და საუკეთეშო საშუალებაა ჩაის ნაყენი. ერთჯერადი ჩაის ორ პაკეტს, დაასხით 1 ლიტრი თბილი წყალი და დაისველეთ ფეხები. ჩაის შემადგენლობაში შემავალი ტანინი სპობს ოფლიანობას და უსიამოვნო სუნს.
- ხელის კანის ზედმეტი ოფლიანობისას, ერთ ლიტრ წყალში ჩაასხით ერთი ჩაის კოვზი ნიშადურის სპირტი და 20 წუთიანი აბაზანა გაიკეთეთ.