მან კარტოფილის ნაჭრები მდუღარე წყალში ჩაყარა... ნახევარ საათში კი სუფრაზე უგემრიელესი კერძი მიიტანა

მან კარტოფილის ნაჭრები მდუღარე წყალში ჩაყარა... ნახევარ საათში კი სუფრაზე უგემრიელესი კერძი მიიტანა
კარტოფილი „აიდაჰო“ აშშ-ის იმავე სახელწოდების შტატში გამოიგონეს. თავიდან მას ფოლგაში გახვეულს აცხოვდნენ, შემდეგ კი კერძი სრულყოფილებამდე მიიყვანეს. ასეთ კარტოფილს მიირთმევენ როგორც ფასთ ფუდს, ხემსს ლუდთან ან ნოყიერ გარნირს.

Fpaparazzi-ს რედაქცია გირჩევთ: „აიდაჰოს“ მოსამზადებლად უმჯობესია მყარი, არაფხვიერი ჯიში შეარჩიოთ. მზა კერძი ზომიერად ცხარე გამოდის, შიგნით ნაზი, გარედან კი ხრაშუნა.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ კარტოფილი
  • 3 ჩ.კ. პაპრიკა
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. კარი
  • 0,5 ჩ.კ. კურკუმა
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ. კამა
  • 1 ჩ.კ. მდოგვი
  • 50 მლ ზეითუნის ზეთი
  • 1 ლიტრი წყალი


მომზადება:


  1. კარგად გარეცხეთ კარტოფილი ჯაგრისით - ის კანიანად მზადდება. გაჭერით თითოეული კარტოფილი 4-8 ნაწილად, ზომის მიზედვით.
  2. აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მარილი და მოხარშეთ კარტოფილი 2-3 წუთის განმავლობაში.
  3. შეურიეთ მარილი და სუნელები. წვრილად დაჭერით ნიორი, დაუმატეთ სუნელებს, ასევე ზეითუნის ზეთი და მდოგვიც.
  4. გადაასხით წყალი, დაასხით კარტოფილს მარინადი და კარგად მოურიეთ. გაახურეთ აირღუმელი 200 გრადუსზე. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე კარტოფილი კანით ქვემოთ და გამოაცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში.




გემრიელად მიირთვით!