ვაშლის ღვინო: შუშხუნა სასმელების შემქმნელს მუდამ ხელთ აქვს რეზინის ხელთათმანების მარაგი

ვაშლის ღვინო: შუშხუნა სასმელების შემქმნელს მუდამ ხელთ აქვს რეზინის ხელთათმანების მარაგი
კულინარია სიურპრიზებითაა აღსავსე, განსაკუთრებით, როცა საქმე სასმელებს ეხება. დღეს fpaparazzi-ს რედაქცია შესთავაზებს ერთ-ერთ მათგანს, განსაკუთრებით მათ, ვისაც მხოლოდ ყურძენი მიაჩნია ღვინის პროდუქტად.

ვაშლის ღვინო ღვინების განსაკუთრებულ კატეგორიას მიეკუთვნება. მას ფრანგებმა სიდრი უწოდეს და მთელ მსოფლიოში სწორედ ამს ახელწოდებით იცნობენ. ამ ტკბილი ღვინის დამზადება შინაურ პირობებშია შესაძლებელი, ღვინის სიმაგრე 8-დან 16 გრადუსამდე მერყეობს.

ინგრედიენტები:


  • 10 კგ ვაშლი
  • 1,3 კგ შაქარი


მომზადება:


  1. გარეცხეთ ვაშლი, მოაცილეთ კურკები. მოამზადეთ მათგან პიურე (გახეხეთ ან დააბლენდერეთ), ამის მერე დატოვეთ ღიად 2 დღით, დღეში 3-ჯერ მოურიეთ.
  2. მესამე დღეს დააყენეთ ვაშლი, ნუ მოურევთ. მეოთხე დღეს გაატარეთ მარლაში, დაწურეთ. მიღებულ წვენში დაუმატეთ შაქარი, დაელოდეთ სანამ სრულად არ გაიხსნება და გადაასხით ჭურჭელში. სითხემ ჭურჭელი ¾-ით უნდა შეავსოს.
  3. დახურეთ ჭურჭელი ჰერმეტულად, მაგრამ დატოვეთ ადგილი რეზინის მილისთვის, რომლიდანაც გაზი უნდა გამოვიდეს. მილის ბოლო ჩაუშვით სითხეში 3 სანტიმეტრით (შეგიძლიათ გამოიყენოთ რეზინის ხელთათმანი). დატოვეთ ღვინო დუღილისთვის 40 დღით.
  4. 40 დღის შემდეგ, როცა მილიდან ჰაერი ამოსვლას შეწყვეტს, გადაასხით ღვინო შუშის დიდ ბოთლში. ის 4 თვეში მზად იქნება.


უნდა გამოგივიდეთ დაახლოებით 7 ლიტრი შესანიშნავი სასმელი. ღვინის რეცეპტი საკმაოდ მოქნილია, მაგალითად, გემოსთვის შეგიძლიათ დაამატოთ 1 კგ ანწლი, შავი ქლიავი, ქიშმიში ან სხვა ჩირი. სასმელი უფრო შუშხუნა რომ გახდეს, დუღილის ეტაპის შემდეგ დაამატეთ ცოტაოდენი შაქარი (10 გრ 1 ლიტრზე) და ჩაარჭვეთ საცობი, ბოთლი კი ბოლომდე არ გაავსოთ - დატოვეთ 5 სმ. შეამოწმეთ აირის წნევა დღე-ღამეში ერთხელ და გამოუშვით ზედმეტი აირი საჭიროებისამებრ.