ვაშლი კარამელში - მსუბუქი და გემრიელი დესერტი!
fpaparazzi გთავაზობთ ძალიან გემრიელ დესერტს, რომელიც მარტივად მზადდევა. გირჩევთ, გამოიყენოთ წვნიანი და მომჟაო ვაშლის ჯიში.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 6 პატარა ზომის ვაშლი
- 300 გ შაქარი
- 20 გ კარაქი
- 1 ს.კ. თეთრი ღვინის ან ვაშლის ძმარი
- 1 ს.კ. წყალი
- 30 მლ ნაღები (20-30 % ცხიმიანობის)
- მსხვილი ხის ჩხირები
მომზადების წესი:
- გარეცხეთ ვაშლი და კარგად გაამშრალეთ. მოაცალეთ ყუნწები და მათ ადგილას გაუყარეთ ხის ჩხირები.
- დანარჩენი ინგრედიენტები მოათავსეთ ქვაბში.
- დადგით საშუალო ცეცხლზე და ხარშეთ, სანამ ღია ყავისფერს არ მიიღებს. დაგჭირდებათ 10-20 წუთი.
- იმისათვის, რომ შეამოწმოთ, მზად არის თუ არა კარამელი, თეფშზე დააწვეთეთ. ცოტა ხანში ის უნდა გამაგრდეს.
- ამოავლეთ ვაშლი კარამელში და მოათავსეთ პერგამენტდაფენილ, ან კარაქწასმულ თეფშზე.
- გააჩერეთ, სანამ კარამელი ბოლომდე არ გამაგრდება, შემდეგ კი დატკბით უგემრიელესი დესერტით.