სანსევერია: მოვლის ძირითადი 5 წესი

სანსევერია: მოვლის ძირითადი 5 წესი
  1. მცენარე შესანიშნავად იტანს კაშკაშა სინათლესა და ნახევარჩრდილს. კაშკაშა სინათლის პირობებში უკეთ ჩნდება მისთვის დამახასიათებელი ზოლები ფოთლებზე.
  2. მორწყვა საჭიროა ზომიერად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიწა კარგად გაშრება. ზამთრის პერიოდში საკმარისია თვეში 2-ჯერ მორწყვა.
  3. ზაფხულის პერიოდში სანსევერიასთვის კომფორტული ტემპერატურა 27 გრადუსს არ აღემატება. ტემპერატურის ცვალებადობა მისთვის საშიში არ არის, მშვიდად იტანს სიცხეს. ცივ პერიოდში ნუ დაუშვებთ ტემპერატურის ვარდნას 12 გრადუსზე დაბლა.
  4. სანსევერია მხოლოდ მაშინ უნდა გადარგათ, როცა საფესვო სისტემა სრულად მოიდგამს მთელ მიწაში. საკმარისია მხოლოდ 3 წელიწადში ერთხელ. გადარგვისთვის გამოიყენეთ მზა ნარევი ყვავილების მაღაზიიდან. რაც უფრო მეტი ხნისაა მცენარე, მით უფრო იშვიათად სჭირდება მას გადარგვა.
  5. დაავადებებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება ფოთლების გაყვითლება. პრობლემა შეიძლება არასწორი მორწვის (უხვი) ან დაბალი ტემპერატურის შედეგად გაჩნდეს.