ოდესმე ურჩევიათ თქვენთვის, რომ ოთახში გაჭრილი ხახვი დაგედოთ?

ოდესმე ურჩევიათ თქვენთვის, რომ ოთახში  გაჭრილი ხახვი  დაგედოთ?
როდესაც ვურუსული დაავადება გქონიათ, ოდესმე ურჩევიათ თქვენთვის, რომ ოთახში გაჭრილი ხახვი დაგედოთ? მართალია სასიამოვნო სუნი არ აქვს, მაგრამ ასე ოთახი მიკრობებისგან იწმინდება. ეს ხერხი საუკუნეებითაა გამოცდილი, მაგრამ მისი ახსნა მხოლოდ XX საუკუნეში შეძლეს, როდესაც ნივთიერება ფიტონციდები აღმოაჩინეს. ახლა ის დამოუკიდებელი ბიოლოგიური კატეგორიაა, რომელზეც მუშაობენ ბოტანიკოსებიც, ქიმიკოსებიც, მიკრობიოლოგებიცა და მედიკოსებიც. ყველა მცენარე, სოკოების გარდა ანტიმიკრობულ თვისებებს ფლობს. ასე იცავენ ისინი საკუთარ თავს. და ეს ფიტონციდების - მფრინავი ნივთიერებების საშუალებით ხდება.



20 - იან წლებში მისი აღმოჩენა XX საუკუნის უდიდეს მიღწევად ითვლება. ამას გარდა, ფიტონციდები ორგანიზმის იმუნიტეტს ზრდის. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ინფექციური დაავადებების მკურნალობისას, რომელიც იმიტომ ჩნდება, რომ იმუნიტეტი ქვეითდება. სხვადასხვა მცენარეების ფიტონციდები ჰაერს წმენდენ. მაგალითად, ბეგონიას ფიტონციდები ოთახში მიკრობების რაოდენობას 43 % - ით აქვეითებენ, ხოლო ქრიზანთემისა -66 % - ით. ოთახში, სადაც, მაგალითად, ციტრუსები ან როზმარინია, ბევრად ნაკლები მიკრობებია. ხოლო მძიმე მეტალების მარილებს, რომელიც ჩვენს ბინებში მანქანებით გადავსებული ქუჩებიდან შემოდის ასპარაგუსი შთანთქავს. თუ სახლში ნემსიწვერა (გერანი) გაქვთ, გაგმართლებიათ! მისი ფიტონციდები ადეზინფიცირებს ჰაერს, ეს ხელს უშლის ფილტვების დაავადებების გაჩენას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ხოლო ქლოროფიტუმი, ძალიან ლამაზი მცენარე, დღეღამეში 10 - 12 მეტრიან ოთახს 80 % - ით წმენდს.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის