ნატურალური საშუალება კოღოების წინააღმდეგ, რომელსაც სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ნატურალური საშუალება კოღოების წინააღმდეგ, რომელსაც სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
ყველამ კარგად ვიცით, რომ ლიმონი C ვიტამინის ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი წყაროა და ის ფართოდ გამოიყენება კულინარიაში სხვადასხვა უგემრიელესი კერძებისა და სასმელების დასამზადებლად. იცოდით, რომ ლიმონი ჩვენი ჯანრმთელობის საუკეთესო მეგობარია, თანაც არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას შინაგანად ვიღებთ? თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რამდენად სასარგებლო გავლენა ექნება ამ ციტრუსს თქვენს ორგანიზმზე, თუ მის ნაჭრებს ოთახის კუთხეებში განალაგებთ...



დღევანდელ სტატიაში ''Fpaparazzi''-ის რედაქცია დეტალურად მოგითხრობთ ლიმონის გასაოცარი თვისებების შესახებ. უბრალოდ განათავსეთ შუაზე გაჭრილი ლიმონი თქვენი სახლის იმ ოთახში, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებთ და დატკბით მიღებული სასიამოვნო შედეგებით...



ლიმონის გასაოცარი თვისებები
  1. თავის დაცვა მწერებისგან
    ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია მწერების მომრავლების პრობლემა. თანამედროვე ბაზარი გვთავაზობს ქიმიური საშუალებების ფართო ასორტიმენტს მწერების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც უდიდეს დისკომფორტს გვიქმინან. რატომ უნდა დავიზიანოთ ჯანმრთელობა ქიმიური საშუალებებით, როდესაც შეგვიძლია პრობლემას ლიმონის დახმარებით ვებრძოლოთ? უბრალოდ მოათავსეთ შუაზე გაჭრილი ციტრუსი იმ ოთახში, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებთ და დაივიწყეთ მწერების არსებობა. მეტი ეფექტურობისთვის, მოაყარეთ ლიმონს მცირეოდენი დაფქული მიხაკი.



  2. ხარისხიანი დასვენება
    ციტრუსების არომატი ამშვიდებს ჩვენს ნერვულ სისტემას, ამცირებს მშფოთვარობას და გვეხმარება დაძაბულობის მოხსნაში. თუ საძინებელ ოთახში შუაზე გაჭრილ ლიმონს მოათავსებთ, კარგი და ხარისხიანი გამოძინება გარანტირებულია! თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი ძილი ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის, ეს ყველას კარგად გვესმის...



  3. კონცენტრაცია და ყურადღება
    ლიმონი კიდევ ერთ გასაოცარ თვისებას ფლობს: ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად შეიგრძნობს მის არომატს, ხდება გაცილებით უფრო კონცენტრირებული, ვიდრე წარსულში, ხოლო მისი მეხსიერება და გონებრივი შესაძლებლობები საგრძნობლად უმჯობესდება.



  4. განწყობის გაუმჯობესება
    არომათერაპია ლიმონის ეთერზეთით განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც დეპრესია აწუხებთ. არომატი, რომელსაც თქვენს ოთახში შუაზე გაჭრილი ლიმონი გაავრცელებს, აგიმაღლებთ განწყობას და დატვირთავს თქვენს ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგიით.



  5. ოთახის დეზინფიცირება
    ლიმონი ფლობს არა მხოლოდ კარგ არომატს, არამედ ბაქტერიციდულ თვისებებსაც. ეს ციტრუსი არაჩვეულებრივად წმენდს ჰაერს ოთახში და მთლიანად სპობს მავნე ბაქტერიებს, მიკრობებსა და ვირუსებს. თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი ვირუსული ინფექციისგან იტანჯება, არ დაგავიწყდეთ სახლის ოთახებში შუაზე გაჭრილი ლიმონების განთავსება.



  6. ნორმალური წნევა
    თუ თქვენ ჰიპერტონიისგან იტანჯებით, იცოდეთ, ლიმონი ამ პრობლემის გადაჭრაშიც დაგეხმარებათ. მისი არომატი ამცირებს სისხლის წნევას.



  7. მაცივრის გაწმენდა
    თქვენ შეგიძლიათ, მოათავსოთ შუაზე გაჭრილი ლიმონი არა მხოლოდ ოთახში, არამედ მაცივარშიც კი. ეს ციტრუსი არაჩვეულებრივად ადეზინფიცირებს მაცივარს და მთლიანად შეიწოვს უსიამოვნო სუნს. გასაოცარია, არა?



  8. კომფორტის შეგრძნება
    საინტერესო და გასაოცარია ფაქტი, რომ სიცილიაში თითოეული პრესტიჟული რესტორნის ტერასაზე ლიმონის ხეა დარგული. რატომ? ლიმონის სასიამოვნო არომატი გვანიჭებს კომფორტისა და დაცულობის შეგრძნებას. სწორედ ამიტომ, თუ გსურთ სახლში მყუდრო და ჰარმონიული გარემოს შექმნა, აუცილებლად განათავსეთ ოთახებში შუაზე გაჭრილი ლიმონი.



ნამდვილად გასაოცარია, თუ რამხელა ძალას ფლობს ერთი შეხედვით უბრალო პროდუქტი, არა? თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ და საინტერესოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!