ნიორი - ჭიების, ათეროსკლეროზის, კოლიტის და გულს- სისხლძარღვთა დაავადებების მომაკვდინებელი მტერი!
შეიძლება ითქვას რომ არცერთ ბოსტნეულს არ გააჩნია იმდენი სამკურნალო თვისება, როგორც ნიორ. მეცნიერულად დამტკიცებულია რომ ნიორი სპობს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გამომწვევ მიკრობებს ( ტუბერკულოზის, ქოლერის, მუცლის ტიფის, დიზენტერიის, გრიპის და სხვ.). ამიტომ პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია მისი მიღება და ნივრით ცხვირის დამუშავება.
მკურნალობა ნიორით:
მკურნალობა ნიორით:
- ნივრის სპირტიანი ექსტრაქტი აღაგზნებს კუჭის ჯირკვლების სეკრეციას, ამიტომ მისი ხმარება გამართლებულია კუჭის წვენის მჟაობის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებებისას.
- ნიორი დადებით სამკურნალო გავლენას ახდენს ათეროსკლეროზით დაავადებულ ავადმყოფებზე.
- იგი წარმატებით იხმარება სხვადასხვა სახის კოლიტების დროს.
- სასარგებლოა უზმოზე თაფლთან არეული 8 კბილი ნივრის მიღება ჰელმინთოზების ( ჭიების ) დაინვაზების დროს. იგი მომაკვდინებლად მოქმედებს.
- ოჯახურ პირობებში შემდეგნაირად შეიძლება ნივრისაგან ნაყენის დამზადება:
10 კბილი ნიორი დანაყეთ, დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი და გააჩერეთ 7 - 8 დღე ბნელ ადგილზე. მიიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი დღეში სამჯერ რძით, ათეროსკლეროზისა და გულ- სისხლძარღვთა დაავადებების საპროფილაქტიკოდ.