დაქალმა აზერბაიჯანიდან რადენიმე წვნიანი ნაყოფი ჩამომიტანა... დამავალა, მეჭამა რეგულარულად, რათა გულმა საათივით იმუშავოს

დაქალმა აზერბაიჯანიდან რადენიმე წვნიანი ნაყოფი ჩამომიტანა... დამავალა, მეჭამა რეგულარულად, რათა გულმა საათივით იმუშავოს
როდესაც ჯანსაღ ხილსა და ბოსტნეულზე გესმის, ტვინი ალბათ მათ მწვანე ფერად აღიქვამს. ასეა? მაგრამ ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, რადგან წითელი - ჯანმრთელობის ნამდვილი საბადოა! როდესაც გარეთ ცივა და ხასიათი გიფუჭდება, კაშკაშა წითელი ბროწეული მოდის ჯანმრთელობის სადარაჯოზე ვიტამინებითა და ამინომჟავებით.



აღმოჩნდა, რომ თუ რეგულარულად მივირთმევთ ბროწეულს, შესაძლებელია გულის ჯანმრთელობის შენარჩუნება. Facepaparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ, როგორ მოიხმაროთ ეს ნაყოფი.



ყოველ წელს, 26 ოქტომბერს, აზერბაიჯანში ბროწეულის დღესასწაულს აღნიშნავენ. იღებენ მოსავალს და ფერმერები თავს იწონებენ წვნიანი მწიფე ნაყოფებით. სხვადასხვა სახეობებს ერთი რამ აერთიანებს - ბროწეული ძალიან სასარგებლოა!



ბროწეული შეიცავს 15 ამინომჟავას, აქიდან 6 - უბრალოდ შეუცვლელია. გარდა ამისა, ის მდიდარია ვიტამინებით K, C, B9 და B6, ფოლის მჟავით, რკინით, კალიუმით, ფოსფორით და კალციუმით. ამასთან, ბროწეული დაბალკალორიულია - 100 გრ მარცვალში სულ რაღაც 72 კკალ.



ბროწეული - საუკეთესო მეგობარია კანისთვის, ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემოსთვის, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა მუშაობისთვის. და აი რა შეუძლია დღეში 1 ჭიქა ბროწეულის წვენს თქვენი გულისთვის...



ბროწეულის რეგულარული მოხმარება აგარიდებთ ლიპიდური გარსის და ქოლესტერინის წარმოშობას არტერიის შიდა კედლებზე, გულს ამარაგებს სათანადო რაოდენობის სისხლით. შესაბამისად, ბროწეული იცავს ორგანიზმს ათეროსკლეროზისგან.



ბროწეული - დიაბეტით დაავადებულებისთვის ფასდაუდებელი პროდუქტია. ანტიოქსიდანტები ეხმარება სისხლძარღვების ტონუსში შენარჩუნებაში.
ამასთან, ის ათხელებს სისხლს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის მუშაობას. არიდებს ინფარქტს, ინსულტს, სტენოკარდიის შეტევებს და ალცჰეიმერის დაავადებასაც კი.



ბროწეულის წვენისა და ნაყოფის სისტემატური მიღება აუცილებელია მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარვთა დაავადების არიდება სურს მომავალში.
ბროწეულის წვენი ანთების საწინააღმდეგო და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გამაუმჯობესებელი საშუალებაა. თუ მას რეგულარულად მოიხმართ, შეძლებთ ნაწლავური პერისტალტიკის დარეგულირებას და სისხლის მაჩვენებლების გაუმჯობესებას.

გაუზავებელი წვენი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აერთებს თავისუფალ რადიკალებს და ამით ეწინააღმდეგება ონკოლოგიური დაავადებების წარმოშობას.

ესტორგენები, რომლებითაც მდიდარია ბროწეული, ეხმარება დეპრესიის დამარხებაში და კლიმაქსის სიმტპმების შემსუბუქებაში. ელაგოტანინები კი აფერხებს სარძევე ჯირკვლების სიმსივნის განვითარებას.